დარჩიაშვილი: როცა ხელისუფლება ხარ და ოპერაცია ჩაგეშლება, ჯეჯელავა არ უნდა გამოიყვანო

დარჩიაშვილი: როცა ხელისუფლება ხარ და ოპერაცია ჩაგეშლება, ჯეჯელავა არ უნდა გამოიყვანო

"მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი დავით დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში აფგან მუხთარლის საქმეს ეხმიანება. 

"საინტერესოა, საკითხში ჩახედული, კლასობრივად ანტიმიშისტური წრეები უბნობენ, რომ 2004-2012 წლებში საქართველოდან ჩეჩენი ბოევიკები თუ ირანის ბირთვულ პროგრამაში მონაწილე ირანელებიც გამქრალან და არც არაფერი. ანუ, დანაშაული სისტემურია, ყველა ხელისუფლებას ახასიათებდაო (სამართლიანობისათვის უნდა ითქვას, შევარდნაძის დროინდელ გატაცებებსაც ახსენებენ). დასკვნაა: ხელისუფლება მხოლოდ ქართულ ინტერესზე უნდა იდგეს და არავის დაკრულზე არ ცეკვავდესო.

1. ასეთი ხელისუფლება ბუნებაში არ არსებულა და არც იარსებებს. თუ იარსებებს, თვალთმაქცი იქნება. საგარეოპოლიტიკურ არჩევანს ჯერ კიდევ აეტი და ფარტაძი აკეთებდნენ - ძველბერძენ ისტორიკოსებს თუ დავუჯერებთ. არჩევანი ქონდა დავით აღმაშენებელსაც და ერეკლესაც გასაკეთებელი.

2. შესაბამისად, უნდა აირჩიო - ან სიაიეისთან ითანამშრომლებ და ევროპის საბჭოსთან, ან - რუსულ მაფიასა და კაგებესთან. მათ შორის ტოლობის ნიშანის გავლება ისაა, რაც კაგებეს/ რუსულ მაფიას აწყობს: ქართული ეროვნული ინტერესი აქ არაფერ შუაშია.

3. როცა ხელისუფლება ხარ და ოპერაცია ჩაგეშლება, ანუ როცა იგი ამ დონეზე გახმაურდება, ჯეჯელავა არ უნდა გამოიყვანო, არამედ ამის უშუალო გამკეთებელს უნდა გაემიჯნო და საერთაშორისო ინსტიტუტებთან ითანამშრომლო",-წერს დავით დარჩიაშვილი. 

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

02 ივლისი, 2018

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უკვე საათზე მეტია დისკუსია მიმდინარეობს "ევროპული საქართველოს" წინადადებაზე, სადაც ისინი რეკომენდაციის სახით 2018 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.მ-ს...

ახალი სტატიები