უსინათლოთათვის ლარის ამომცნობი პირველი მობილური აპლიკაცია შეიქმნა

უსინათლოთათვის ლარის ამომცნობი პირველი მობილური აპლიკაცია შეიქმნა

ტექნო პარკში ,,პროგრამირების ინკლუზიური კურსის’’ დახურვის ცერემონია და უსინათლოთათვის შექნილი ლარის კუპიურის ამომცნობი აპლიკაციის "Lari Reader"-ის პრეზენტაცია გაიმართა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული პროგრამა გათვლილი იყო შშმ პირებზე და მიზნად ისახავდა მობილური აპლიკაციების დეველოპმენტის შესწავლას ნულიდან.

სამინსიტროს ინფორმაციით, საპილოტედ ინკლუზიურ კლასში 10 შშმ პირი შეირჩა. კურსი შვიდმა მათგანმა დაასრულა. კურსის წარმატებულმა მონაწილეებმა ტრენერების დახმარებით ლარის ამომცნობი აპლიკაცია შექმნეს.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩკაშვილმა კურსდამთავრებულ მონაწილეებს წარმატება მიულოცა და სერტიფიკატები გადასცა. 

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

20 ივნისი, 2018

ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომზე პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. "მინდა ცალკე გამოვყო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, რომლის ჩამოყალიბებასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში...

ახალი სტატიები