"თქვენი პატარა გულით ნათქვამი სიტყვები ბევრს ნიშნავს"-საპასუხო წერილები მოსწავლეებს ავღანეთიდან

"თქვენი პატარა გულით ნათქვამი სიტყვები ბევრს ნიშნავს"-საპასუხო წერილები მოსწავლეებს ავღანეთიდან
06 / 06 / 2017 17:19

 „ჩვენი გამარჯვება დამოკიდებულია რწმენასა და იმედზე, რომელსაც თქვენ გვაძლევთ“, „თქვენი პატარა გულით ნათქვამი ეს სიტყვები ჩვენთვის ბევრს ნიშნავს“, „მიხარია, რომ ასეთი მაგარი ხალხი, როგორიც შენ და შენი მეგობრები ხართ, ჩვენზე ღელავენ“... ასე იწყება საპასუხო წერილები, რომლებიც ქართულ- ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეებმა ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მყოფი ჯარისკაცებისაგან მიიღეს.

ბარათები მოზარდებმა ქართველ მშვიდობისმყოფელებს, პროექტის - „წერილები ჯარისკაცებს“ ფარგლებში, რამდენიმე თვის წინ გაუგზავნეს. პატარები გზავნილებში სამშობლოსგან შორს მყოფ სამხედროებს თანადგომას უცხადებენ და მათი ცხოვრების წესით ინტერესდებიან: „თქვენ ჩემთვის საქართველოს ერთგული ადამიანები ხართ“, „მინდა ყველა ქართველმა მოგბაძოს და სამშობლოს სიყვარულში შეგეჯიბროს“, „ერთად დავიცვათ სამშობლო“, „მამაცო ჯარისკაცო, ბევრი რამ მაინტერესებს - როგორ ვარჯიშობთ, რითი გადაადგილდებით?“... წერილების ადრესატები საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედროები იყვნენ, რომლებიც ბაგრამის საავიაციო ბაზაზე არიან დისლოცირებული.

დღეს, ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ავღანეთის სამშვიდობო მისიიდან დაბრუნებულ სამხედროებთან ერთად ესტუმრა.

მათ სკოლის IV-V კლასების მოსწავლეებს ქართველი მშვიდობისმყოფელების მიერ ავღანეთიდან გამოგზავნილი საპასუხო წერილები გადასცეს. სიტყვით გამოსვლისას, თავდაცვის მინისტრმა სამხედროების მხარდაჭერისათვის მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს მადლობა გადაუხადა. ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ პროექტში მოსწავლეების ჩართულობაში მათი მოქალაქეობრივი პოზიცია იგრძნობა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერების მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობა იგეგმება.

პროექტის - „წერილები ჯარისკაცებს“ მნიშვნელოვანი შედეგების შესახებ სხვა გამომსვლელებმაც ისაუბრეს. სამხედროებმა და მოსწავლეებმა წერილები ერთად გახსნეს და წაიკითხეს. ღონისძიება ვიდეოკონფერენციით გაგრძელდა. მოსწავლეებს დამეგობრებულ ჯარისკაცებთან საუბრისა და კითხვების დასმის საშუალებაც მიეცათ. ავღანეთის „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მყოფ სამხედროებს თავდაცვის მინისტრმაც მიმართა და ქვეყნის სამსახურისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

მოგვიანებით, მოზარდებმა სტუმრებს მუსიკალური ნომრები წარუდგინეს და მათ საკუთარი ხელით შექმნილი საჩუქრებიც გადასცეს. თავდაცვის მინისტრმა სკოლას სიმბოლური საჩუქარი უსახსოვრა.  ღონისძიების დასასრულს, თავდაცვის მინისტრმა ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში სიმბოლური ჩანაწერი დატოვა და ბავშვებთან სამახსოვრო ფოტოც გადაიღო. ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, ასევე იუსტიციის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების, დანაშაულის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი პირები იმყოფებოდნენ.

ავღანეთის სამშვიდობო მისიის მონაწილე ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა საპასუხო წერილები ქუთაისის მე-14 და მე-17 საჯარო სკოლების მოსწავლეებსაც გამოუზავნეს. წერილები ადრესატებს III ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა მიუტანეს. პროექტში მონაწილე სხვა სკოლები ავღანეთიდან გამოგზავნილ წერილებს ეტაპობრივად მიიღებენ.

„წერილი ჯარისკაცებს" საქართველოს თავდაცვის, იუსტიციის, ასევე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების ერთობლივი პროექტია, რომელსაც დანაშაულის პრევენციის ცენტრი სტუდენტებთან ერთად 2012 წლიდან ახორციელებს. პროექტის მიზანი სამშობლოდან შორს მყოფი მებრძოლებისათვის თანადგომისა და მხარდაჭერის გამოხატვაა.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება