ბარამიძე: საჯარო მოსამსახურეთა დეკლარაციები საზოგადოების მხრიდან შემოწმებასაც დაექვემდებარება

ბარამიძე: საჯარო მოსამსახურეთა დეკლარაციები საზოგადოების მხრიდან შემოწმებასაც დაექვემდებარება

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც თანამდებობის პირთა დეკლარაციების სისტემის ეფექტიანობას და იმპლემენტაციას ეძღვნება. კონფერენციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ საჯარო სამსახურის ბიუროსა და პარტნიორებთან ერთად სასტუმრო „ჰოლიდეი ინ თბილისში“ უმასპინძლა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. 

როგორც კონფერენციაზე ალექსანდრე ბარამიძემ განაცხადა, რისკის მქონე პირების ელექტრონული დეკლარაციების სისწორეს საჯარო სამსახურის ბიუროს გადაამოწმებს. 

„გარდა ამისა, ელექტრონული დეკლარაციების სისწორის გადამოწმება პირის განცხადების საფუძველზეც მოხდება. შესაბამისად, საჯარო მოსამსახურეთა დეკლარაციები არა მხოლოდ საჯარო იქნება, არამედ იგი საზოგადოების და სახელმწიფოს მხრიდან რეგულარულ შემოწმებასაც დაექვემდებარება“, − განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.

კონფერენციაში მონაწილეობენ „OECD“-ის წევრი ქვეყნების მაღალი თანამდებობის პირები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის 100-ზე მეტი წარმომადგენელი 30 ქვეყნიდან.

ღონისძიების თანაორგანიზატორები არიან ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ანტიკორუფციული საბჭო, გაერო-ს განვითარების პროგრამა (UNDP), საჯარო სამსახურის ასტანის რეგიონული ჰაბი და რეგიონული ანტიკორუფციული ინიციატივა (RAI).
ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია „თანამდებობის პირთა დეკლარაციების სისტემის იმპლემენტაციისა და ეფექტიანობის შეფასება“ ხვალ დასრულდება.

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

20 ივნისი, 2018

ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომზე პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. "მინდა ცალკე გამოვყო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, რომლის ჩამოყალიბებასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში...

ახალი სტატიები