ლტოლვილთა სამინისტრომ იპოთეკური სესხი კიდევ 166 დევნილ ოჯახს დაუფარა

ლტოლვილთა სამინისტრომ იპოთეკური სესხი კიდევ 166 დევნილ ოჯახს დაუფარა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ თბილისში, რუსთავში, გორში, ზუგდიდსა და ქუთაისში მცხოვრებ 166 დევნილ ოჯახს იპოთეკურ სესხი დაუფარა,- ამის შესახებ ინფორმაციას ლტოლვილთა სამინისტრო ავრცელებს.

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი თბილისში, ლორთქიფანიძის ქუჩაზე თამარ კივილაძის დევნილ ოჯახს ესტუმრა. კივილაძეების სამსულიანი ოჯახი სამინისტრომ, იპოთეკური სესხის დაფარვის მიზნით, 20 000 ლარით დააფინანსა.

სამინისტროს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარება იმ დევნილ ოჯახებზე გაიცა, რომლებსაც იპოთეკური სესხით შეძენილი აქვთ ბინა ან სახლი, რომელიც ოჯახის ერთადერთ ფაქტობრივ საცხოვრებელს წარმოადგენს. იპოთეკური სესხის დაფარვისათვის, ფულადი დახმარების მაქსიმალური ოდენობა ერთ დევნილ ოჯახზე 20 000 ლარს შეადგენს.

„დევნილი ოჯახებისთვის იპოთეკური სესხის დაფარვის“ პროექტს სამინისტრო 2015 წლიდან ახორციელებს. ამ დრომდე, სამინისტრომ სესხი 93 დევნილ ოჯახს უკვე დაუფარა.

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

20 ივნისი, 2018

ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომზე პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. "მინდა ცალკე გამოვყო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, რომლის ჩამოყალიბებასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში...

ახალი სტატიები