ჩრდილელი გაბუნიას: 7 ნოემბერს ხელკეტი რატომ არ გადაიმტვრიეთ თავზე პერფორმანსის სახით მაინც?!

ჩრდილელი გაბუნიას: 7 ნოემბერს ხელკეტი რატომ არ გადაიმტვრიეთ თავზე პერფორმანსის სახით მაინც?!

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ოთარ ჩრდილელი სოციალურ ქსელში გუშინდელ გადაცემა "არჩევანს" ეხმიანება.

"26 მაისს-რატომ არ გააკეთეთ, მოწამლვის იმიტაცია-პერფორმანსი?!
7 ნოემბერს-ხელკეტი, რატომ არ გადაიმტვრიეთ თავზე-პერფორმანსის სახით მაინც?!
სულიკო ასათიანი და ნიკა კვინტრაძესავით, რატომ არ დაირტყით სტუდიაში, დაბალი ძაბვა მაინც-პერფორმანსის სახით?!
შერჩევითი ,,ჭურნალისტიკა,, არ გაიშვა, ხელისუფლებას უნდა ჯანსაღი კრიტიკა და არა ყალბი პათოსით გაჟღერებული, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ნაცურ-მომაბეზრებელი, იაფ ფასიანი ტაკიმასხარაობა...
გულ დასაწყვეტია, თუ ვინმე თქვენზე სწორებას აკეთებს, როგორც ჟურნალისტებზე. თქვენნაირებზე, მაო ამბობდა: ,,როცა მთებში ვეფხვი არ არის, მეფე-მაიმუნი ხდება",-წერს ჩრდილელი. 

გუშინდელი "არჩევანი" აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეს მიეძღვნა. გადაცემის განმავლობაში სოლიდარობის ნიშნავად გიორგი გაბუნიას თავზე ტომაა ჰქონდა ჩამოცმული, ამავე ფორმით გამოხატეს სოლიდარობა გადაცემის სტუმარმა ჟურნალისტებმაც. 

შარაშენიძე: ტრამპი პუტინს მის ყოფილ კოლონიაში ეწვია, ურთიერთობების გაფუჭება კი თავისივე ქვეყანას დააბრალა

შარაშენიძე: ტრამპი პუტინს მის ყოფილ კოლონიაში ეწვია, ურთიერთობების გაფუჭება კი თავისივე ქვეყანას დააბრალა

17 ივლისი, 2018

"პუტინს მის ყოფილ კოლონიაში თავისუფალი სამყაროს ლიდერი, ამერიკის პრეზიდენტი ეწვია რომელმაც ურთიერთობების გაფუჭება თავისივე ქვეყანას დააბრალა. ეს იმის მერე რაც თავისუფალი სამყაროს ლიდერი ევროპაში ყველას ეჩხუბა", - ამის შესახებ წერს...

ახალი სტატიები