კობახიძე: საუბარი იმაზე, რომ თითქოს შეიძლება ახალი მხედრიონი შეიქმნას კომიკურია

კობახიძე: საუბარი იმაზე, რომ თითქოს შეიძლება ახალი მხედრიონი შეიქმნას კომიკურია
07 / 06 / 2017 16:04

„ის რეგულაციები, რომლებიც დღეს არის წარმოდგენილი კონსტიტუციაში თავდაცვის და უსაფრთხოების კუთხით, არის აბსოლუტურად ბუნდოვანი და ეს ხარვეზები კონსტიტუციაში არის თავიდან ბოლომდე გამოსწორებული“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, სადაც „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი“ და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი“ განიხილეს.

ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ საკითხთან დაკავშირებით, შეხვედრა გაიმართა დასავლელ პარტნიორებთანაც.

„გავიარეთ თითოეული ნორმა, რომელიც აქ არის წარმოდგენილი და ერთად დავრწმუნდით, რომ ეს ცვლილებები - მოვიყვან პრეზიდენტის ადმინისტრაციის ციტატას, „რეალურად არ შეუქმნის დაბრკოლებას საქართველოს ნატოსკენ ინტეგრაციის გზაზე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე კონკრეტულ რეგულაციებთან დაკავშირებით, გარკვეული შენიშვნები გამოითქვა. ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ტერმინებთან დაკავშირებით, კონსესუსი მიიღწევა.

„იყო გარკვეული შენიშვნები კონკრეტულ რეგულაციებთან, მათ შორის, ტერმინებთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება, მაგალითად, შეიარაღებულ ძალებს და ვფიქრობ, რომ გარკვეული კონსესუსი მიიღწევა იმისთვის, რომ ყოველგვარი ბუნდოვანება გამოირიცხოს.

ჩვენ კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ იყო აბსოლუტურად არაადეკვატური შეფასებები, რომელიც უკავშირდებოდა ამ ტერმინებს, მათ შორის, იყო საუბარი იმაზე, რომ თითქოს შეიძლება შეიქმნას ახალი მხედრიონი, მაშველთა კორპუსი და ა.შ. - რაც იყო აბსოლუტურად კომიკური განცხადებები. იმისთვის, რომ რამეზე საუბრის ყოველგვარი საბაბი მოვხსნათ შეიძლება, ტერმინოლოგია დაზუსტდეს ამ მიმართულებით“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება