#განიკურნე- ჯანდაცვის სამინისტრო C ჰეპატიტის მატარებელთა გამოსავლენად ახალ კამპანიას იწყებს

#განიკურნე- ჯანდაცვის სამინისტრო C ჰეპატიტის მატარებელთა გამოსავლენად ახალ კამპანიას იწყებს

#განიკურნე - ეს ჯანდაცვის სამინისტროს ახალი კამპანიაა. #შემოგვიერთდი - ერთად დავამარცხოთ C ჰეპატიტი. ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ კამპანიის მიზანია, ერთად გამოვავლინოთ ის ადამიანები, ვინც ჯერ კიდევ არ იცის, რომ ვირუსის მატარებელია. C ჰეპატიტი უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

სწორედ ამიტომ, სკრინინგი აუცილებელი კომპონენტია დაავადების დროულად გამოსავლენად. ამით პაციენტი არამარტო საკუთარ თავს, არამედ მის ახალობლებსაც იცავს,-განმარტავენ ჯანდაცვის სამინისტროში. 

საქართველო არის პირველი ქვეყანა, სადაც ჯანდაცვის სამინისტროსა და მისი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით ქვეყნის მოსახლეობას C ჰეპატიტის სამკურნალო, ძვირადღრებული მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცემათ. ეს არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროექტი, რომლის ანალოგიც აქამდე არ განხორციელებულა. სამინისტროში მიიჩნევენ, რომ ეს არის უნიკალური შანსი, რომელმაც უკვე ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.

დღემდე პროგრამაში დარეგისტრირებულია 41 000-მდე ბენეფიციარი. მათ შორის მკურნალობაში ჩაერთო 40 000-ზე მეტი პაციენტი, მათგანნ მკურნალობის კურსი 30 000-ზე მეტმა დაასრულა. განკურნების მაჩვენებელი საშუალოდ 98%-ს შეადგენს. განიკურნე, შემოგვიერთდი, მომავალი C-ს გარეშე!

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

20 ივნისი, 2018

ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომზე პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. "მინდა ცალკე გამოვყო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, რომლის ჩამოყალიბებასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში...

ახალი სტატიები