პოლიციელების მხრიდან გლდანის სასაფლაოებთან პირის მიმართ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გამოძიება დაიწყო

პოლიციელების მხრიდან გლდანის სასაფლაოებთან პირის მიმართ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს სახალხო დამცველის მიერ საქართველოს პროკურატურისთვის წარდგენილ რეკომენდაციასთან დაკავშირებით, რომელიც პოლიციელების მხრიდან დ.გ.-ს მიმართ განხორციელებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტს შეეხებოდა, ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მხრიდან დ.გ.-ს დაკავებისას უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო დ.გ.-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმის საპროცესო ხელმძღვანელი პროკურორის მოხსენებითი ბარათი, რომლის მიხედვითაც 2017 წლის 7 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომაზე ბრალდებულმა დ.გ.-მ განაცხადა, რომ შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-10 განყოფილების თანამშრომლებმა 2017 წლის 5 ივნისს დაკავებისას, ქ.თბილისში, გლდანის სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

ამ ეტაპზე აქტიურად ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, რომელთა ამოწურვის შემდეგ მიღებული იქნება შემაჯამებელი გადაწყვეტილება, რის შესახებაც დამატებით ეცნობება საზოგადოებას.

ამის შესახებ, ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები