ანსამბლი "ბასიანი", გიორგი მიქაძე და ანსამბლი "რუსთავი" ჩინეთში წარდგებიან

ანსამბლი "ბასიანი", გიორგი მიქაძე და ანსამბლი "რუსთავი" ჩინეთში წარდგებიან

8 ივნისს ფონდ „ქართული გალობის“ სათაო ოფისში გაიმართა პრესკონფერენცია, რომელიც მიეძღვნა საქართველო-ჩინეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისადმი დაკავშირებულ კულტურულ ღონისძიებებს, რომელიც 14-15 ივნისს პეკინში გაიმართება. ინფორმაციას ფოლკლორის სახელწიფო ცენტრი ავრცელებს. 

პრესკონფერენციას ესწრებოდნენ: პიანისტი და კომპოზიტორი გიორგი მიქაძე, ანსამბლ ,,ბასიანის" სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი დონაძე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურის პოპულარიზაციის სამმართველოს უფროსი გიორგი აფციაური, ფონდი ,,ქართული გალობის" დამფუძნებელი, ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი, ფონდის გენერალური დირექტორი ნანა გოთუა.

14-15 ივნისს პეკინში გაიმართება საქართველო-ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღის თარიღთან დაკავშირებული კონცერტები. სპეციალურად ამ მოვლენის აღსანიშნავად 14 ივნისს 19:00 საათზე პეკინის საკონცერტო დარბაზის ჰოლში (Beijing Concert Hall) შედგება ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია და ქართული ტრადიციული სამოსის ფოტო გამოფენა. ოფიციალური მიღების შემდეგ 19:30 საათზე გაიმართება გრანდიოზული კონცერტი, რომელშიც ექსკლუზიურად შესრულდება გიორგი მიქაძისა და ანსამბლ „ბასიანის“ მეგა-პროექტი „ვოისა“. კონცერტში ასევე მონაწილეობს საქართველოს სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „რუსთავის“ მოცეკვავეთა დასი.

შარაშენიძე: ტრამპი პუტინს მის ყოფილ კოლონიაში ეწვია, ურთიერთობების გაფუჭება კი თავისივე ქვეყანას დააბრალა

შარაშენიძე: ტრამპი პუტინს მის ყოფილ კოლონიაში ეწვია, ურთიერთობების გაფუჭება კი თავისივე ქვეყანას დააბრალა

17 ივლისი, 2018

"პუტინს მის ყოფილ კოლონიაში თავისუფალი სამყაროს ლიდერი, ამერიკის პრეზიდენტი ეწვია რომელმაც ურთიერთობების გაფუჭება თავისივე ქვეყანას დააბრალა. ეს იმის მერე რაც თავისუფალი სამყაროს ლიდერი ევროპაში ყველას ეჩხუბა", - ამის შესახებ წერს...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები