სრულდება თუ არა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი? - IDFI-ის კვლევა

სრულდება თუ არა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი? - IDFI-ის კვლევა
09 / 06 / 2017 10:15

2008 წლის აგვისტოს ომის და რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, საქართველომ მიიღო კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რითიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეზღუდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაადგილება და ეკონომიკური საქმიანობა. კანონის დარღვევა წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებას და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით. სრულდება თუ არა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი?- IDFI კვლევას აქვეყნებს. 

"ბოლოდროინდელმა მოვლენებმა გააჩინა კითხვები, თუ რამდენად ეფექტურად სრულდება ეს კანონი. მაგალითად, 2017 წლის მაისში მოსკოვის ყოფილმა მერმა იური ლუჟკოვმა დაბრკოლების გარეშე შეძლო საქართველოში ჩამოსვლა და ქვეყნის დატოვება, მიუხედავად იმისა, რომ 2010 წელს იგი უკანონოდ იმყოფებოდა აფხაზეთში.

იური ლუჟკოვის საქართველოში ვიზიტის შემდეგ, IDFI-იმ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის აღსრულებასთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაციის მოთხოვნით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2009-2016 წლებში ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის წესი უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სულ 363 შემთხვევაში დაირღვა (იხილეთ გრაფიკი #1). ამასთან, სტატისტიკა მიანიშნებს, რომ დარღვევების რაოდენობა მცირდება (2009 წელს 78 შემთხვევა იყო, ხოლო 2016 წელს მხოლოდ 19). რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას, სამინისტროს მიერ 8 წლის განმავლობაში რეგისტრირებულია მხოლოდ 4 დანაშაული (იხილეთ გრაფიკი #2).




სამწუხაროდ, სამინისტრომ IDFI-ის არ მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი პირი იქნა დაკავებული ან რამდენ პირს აეკრძალა ქვეყანაში შემოსვლა კანონის დარღვევის გამო 2009-2016 წლებში. სამინისტრო ასევე უარს ამბობს, გაასაჯაროოს კანონის დამრღვევ უცხოელ თანამდებობის პირთა ე.წ. შავი სია, მათი სიაში შეყვანის თარიღის მითითებით. ეს კი შეუძლებელს ხდის კონკრეტული ინფორმაციის გადამოწმებას და იმის თქმას, სრულდება თუ არა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი.

მაგალითად, იური ლუჟკოვის შემთხვევაში, სამინისტრომ განმარტა, რომ იგი შავ სიაში არ ფიქსირდებოდა, რის გამოც მესაზღვრეს არ ჰქონდა საფუძველი, მისთვის შეექმნა დაბრკოლება.

სამინისტრომ ასევე განმარტა, რომ საჯარო წყაროების მიხედვით, იური ლუჟკოვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე კანონის დარღვევით ბოლო ვიზიტი ფიქსირდებოდა 2010 წელს. ვინაიდან, გამოძიება 2010 წელსვე არ დაიწყო, 2017 წლისთვის ამ სამართალდარღვევას გასული ჰქონდა 6 წლიანი ხანდაზმულობის ვადა, რის გამოც სამინისტრო მოკლებული იყო სამართლებრივ შესაძლებლობას, განეახლებინა გამოძიება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2017 წელს იური ლუჟკოვის პასუხისმგებაში არ მიცემის დასაბუთება მიუთითებს მხოლოდ, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დამრღვევ პირთა აღრიცხვის არაეფექტურობაზე. თუმცა, ეჭვებს აჩენს ის ფაქტი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ IDFI-ის არ მიაწოდა 2009 წლიდან დღემდე ე.წ. შავ სიაში აღრიცხული თანამდებობის პირების შესახებ ინფორმაცია, მათი სიაში შეყვანის თარიღის მითითებით, შესაბამისად უცნობი დარჩა იყო თუ არა იური ლუჟკოვი შეყვანილი შავ სიაში, როცა მან საზღვარი გადმოლახა.

ასევე პრობლემურია, ის გარემოება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ მოგვაწოდა 2009-2016 წლებში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დარღვევაში ეჭვმიტანილი პირების საქართველოს საზღვარზე დაკავების ან/და საზღვარზე შემოსვლის აკრძალვის შემთხვევების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია. ყოველივე ზემოაღნიშნული აჩენს მნიშვნელოვან კითხვებს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის აღსრულების პროცესში შესაბამისი პოლიტიკური ნების არ არსებობის შესახებ",-აღნიშნულია IDFI-ის კვლევაში. 

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება