წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზის რეაბილიტაცია დაიწყო

წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზის რეაბილიტაცია დაიწყო
09 / 06 / 2017 17:06

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზის რეაბილიტაცია დაიწყო.

მიმდინარე სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორთან, გაგი ბუაძესთან და თბილისის მერთან, დავით ნარმანიასთან ერთად მოინახულა.

როგორც ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროში განმარტავენ, აღნიშნულ გზაზე გადაადგილება მოსახლეობისთვის გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენდა. გზის რეაბილიტაციის შედეგად, მოსახლეობა უპრობლემოდ და კომფორტულად გადაადგილებას შეძლებს. წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზა ურთულესი მონაკვეთია და წალკის, გარდაბნისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებს უკავშირდება. ამ გზის რეაბილიტაციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როგორც ადგილობრივებისთვის, ისე დამსვენებლებისთვის.სამუშაოებზე 80-მდე ადამიანია დასაქმებული.

გზის პროექტირება-რეაბილიტაციის ღირებულება 25 მლნ. ლარია, გზის სიგრძე - დაახლოებით 1 კმ. რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,კავკასუს როუდ პროჯექტი“ ახორციელებს. მანამდე ერთი ადგილობრივი და ერთი საერთაშორისო ტენდერი ჩაიშალა, რადგან წარმოდგენილი წინადადებები არ აკმაყოფილებდა სატენდერო და დონორის მოთხოვნებს. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის დასრულება 2018 წელს იგეგმება.

წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზა 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანდა. 

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება