გაეროს სააგენტოები ჯანდაცვის სამინისტროს ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლაში დაეხმარებიან

გაეროს სააგენტოები ჯანდაცვის სამინისტროს ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლაში დაეხმარებიან

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ძალადობის საპასუხოდ საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების მიზნით, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და გაეროს სააგენტოების - გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ (UNFPA) და საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) წარმომადგენელმა ერიკა კვაპილოვამ მოაწერეს.

მემორანდუმის საფუძველზე, გაეროს სააგენტოები დაეხმარებიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდს შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და გაძლიერებაში ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის მიმართულებით.

გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women), ჯანდაცვის სამინისტროს ხელს შეუწყობენ ჯანდაცვის სისტემაში ქალის მიმართ ძალადობის შემთხვევების მართვის და მომსახურების გაწევის სტანდარტული საოპერაციო პროცედურების შექმნას, მათ პილოტირებასა და სისტემაში დანერგვას, სამედიცინო პერსონალისთვის სპეციალური სასწავლო მოდულების შექმნასა და დანერგვას, საკანონმდებლო ბაზის დახვეწას, სექსუალური ძალადობის მსხვერპლთათვის სპეციალიზებული მომსახურების შექმნასა და დახვეწას, ძალადობის მსხვერპლთათვის ოთხი ახალი დაწესებულების (კრიზისული ცენტრებისა და თავშესაფრების) გახნას, მსხვერპლებისთვის სარეაბილიტაციო პროგრამების შემუშავებას, მონიტორინგის მექანიზმის სრულყოფას. აღნიშნული ღონისძიებები მნიშვნელოვნად გააძლიერებს სახელმწიფოს პასუხს ქალთა მიმართ ძალადობაზე და ხელს შეუწყობს ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციის პროცესის მაღალკვალიფიციურ დონეზე წარმართვას.

გაეროს ერთობლივი პროგრამა „გენდერული თანასწორობისთვის“ ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით.

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

20 ივნისი, 2018

ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომზე პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. "მინდა ცალკე გამოვყო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, რომლის ჩამოყალიბებასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში...

ახალი სტატიები