ალექსანდრე ჯეჯელავა: 6 ჩასაჭრელი ბავშვი ყველა სკოლაშია

ალექსანდრე ჯეჯელავა: 6 ჩასაჭრელი ბავშვი ყველა სკოლაშია

განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა "ეკა ხოფერიას თოქ შოუში" აცხადებს, რომ ყველა სკოლაში არის 6 ბავშვი, რომელიც ჩასაჭრელია. მისვე თქმით, ეს ბავშვები ამ ყველაფერს ტრაგიკულად არ უნდა უყურებდნენ და საკუთარ საქმეს უნდა მიხედონ.

"საქართველოში არის 2 ათასი სკოლა, თითო სკოლიდნ ჩაიჭრა 5.5 ბავშვი, ანუ 6 ბავშვი ჩაიჭრა თითო სკოლაში. შესაბამისად ვისაც სკოლასი უსწავლია, ყველამ იცის რომ 6 ჩასაჭრელი ბავშვი ყველა სკოლაში არის, სამწუხაროდ, მათ შორის ისეთიც რომელიც საერთოდ არ სწავლობს.

ანუ გერმანიაში მიდის 30% უმაღლესში, დანარჩენი მიდის პროფესიულში და არანაირი ტრაგედია აქ არ არის. კი არ დაიწუნეს ეს ხალხი. რა თქმა უნდა არის სკოლები სადაც არავინ არ ჩაიჭრა, ყოჩაღ მათ. იმიტომ რომ იმ 5 ბავშვსაც გასაღები მოუნახეს, ასე ვთქვათ. მე იმას კი არ ვამბობ, რომ მოდი ჩაიჭრას 5 ბავშვი, თუმცა მე ვფიქრობ, რომ 5 ბავშვზე მეტმა უნდა აირჩიოს პროფესიული მიმართულება, რაც იმას ნიშნავს, რომ მეთორმეტე კლასისი გამოცდაზე საერთოდ არ უნდა გავიდეს. ეს არის ხალხი რომლის ტალანტი არის არააკადემიურ ტერიტორიაზე. მომავალში ჩვენ უნდა მოვახერხოთ რომ ტრაგიკულად კი არ უყურებდეს ეს ხალხი, ამბობდეს, თქვენი ჭირიმე, დამანებეთ თავი ჩემს საქმეს მივხედავ", - განაცხადა ჯეჯელავამ. 

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

20 ივნისი, 2018

ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომზე პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. "მინდა ცალკე გამოვყო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, რომლის ჩამოყალიბებასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში...

ახალი სტატიები