ნოდია: პოლიციამ ბრიყვული რეაქციით დაადასტურა ის სტერეოტიპი, რომელიც კლიპში ირონიზებული იყო

ნოდია: პოლიციამ ბრიყვული რეაქციით დაადასტურა ის სტერეოტიპი, რომელიც კლიპში ირონიზებული იყო
11 / 06 / 2017 13:09

პოლიტოლოგი გია ნოდია სოციალურ ქსელში დაკავებული რეპერების საქმეს ეხმიანება. 

"გადავხედე რეპერების საქმეზე რეაგირებას და კიდევ მომინდა რაღაცის თქმა:
1. ცხადია, პოლიციის შეირაცყოფაც რომ იყოს ამ კლიპში ეს არანაირად არ ამართლებს ამ ხალხის დაპატიმრებას. ასეთი რამეებისთვის გამო რეპერებს რომ აპატიმრებდნენ, ეს ჟანრი არ იარსებებდა.
2. მაგრამ ჩემთვის არც ისაა ცხადი, რომ ამ კლიპში საერთოდ არის პოლიციის მიზანმიმართული შეურაცხყოფა. ეს კლიპი არის პაროდიული, ის დასცინის „ბირჟა მაფიოზებს“ თუ განგსტა ბიჭებს თუ რაც ქვიათ; პოლიციის „ძაღლებად“ აღქმა არის იმათი სტერეოტიპი, ვისაც ეს კლიპი დასცინის. ორმაგი ირონია გამოვიდა, რომ პოლიციამ თავისი ბრიყვული რეაქციით დაადასტურა ის სტერეოტიპი, რომელიც ამ კლიპში ირონიზებული იყო.
3. ჩემი აზრით, ამ ყველაფერზე ადექვატური რეაქცია იქნებოდა ამ კლიპის პირვანდელი, დაუბლარავი სახით გაზიარება რაც შეიძლება მეტი ადამიანის მიერ. მე არ ვიცი, სად არის ის მისწვდომი, თორემ მეც გავაზიარებდი.
4. კლიპის მხატვრული ღირებულება საერთოდ არ არის განსახილველი საკითხი ამ კონტექსტში.
5. ცხადია, ზოგადად უნდა დავუშვათ, რომ კლიპი არაფერ შუაშია და მართლა ნარკოტიკებზე დააკავეს ეს ხალხი. მესმის, რომ ამის დაჯერება ამ კონტექსტში ძნელია, და მე პირადად არა ვარ გაწნყობილი, დავიჯერო. მაგრამ ამ არდაჯერების ძალიან მყარი არგუმენტებია საჭირო",-წერს გია ნოდია. 

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება