ძუძუს კიბოს წინააღმდეგ საქველმოქმედო მარათონი გაიმართა

ძუძუს კიბოს წინააღმდეგ საქველმოქმედო მარათონი გაიმართა

ძუძუს კიბოს წინააღმდეგ საქველმოქმედო მარათონს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე შეუერთდნენ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რბენა კუსტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა და მარათონში ყველა რეგისტრირებული მონაწილე ჩაერთო. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ კიბოს ადრეული გამოვლენისა და მკურნალობის მიმართულებით სახელმწიფო პროგრამებზე ისაუბრა და დაავადების დროული დიაგნოსტირების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„დღეისთვის, კიბოს ადრეული გამოვლენის შემთხვევაში გადარჩენის შანსი 98%- მდეა. სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს ძუძუს კიბოს ნაადრევ გამოვლენას - სკრინინგს, ასევე მკურნალობას, რომელშიც როგორც ქირურგიული, ასევე სხუვური და ქიმიოთერაპია შედის. ამდენად, მკურნალობის შედეგისთვის ადრეული გამოვლენა ძალიან მნიშვნელოვანია,“ - განმარტა ნინო ბერძულმა.

ძუძუს კიბო საქართველოში რეპროდუქციული ასაკის ქალთა სიკვდილიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს წარმოადგენს. ქვეყანაში 4 ტიპის სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს. დროული დიაგნოსტირების შემთხვევაში კი, მკურნალობის შესაბამისი კურსია უზრუნველყოფილი.

„საქართველოს მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად“ არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის კავშირ „ჰერა“-ს ორგანიზებით, 2005 წლიდან იმართება. ღონისძიება ძუძუს კიბოს შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და ადრეული დიაგნოსტიკის სერვისების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები