დღეს პარლამენტში სავალდებულო გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტი შევა

დღეს პარლამენტში სავალდებულო გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტი შევა
12 / 06 / 2017 11:32

არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან შემდგარ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფს (Task Force) პარლამენტში სავალდებულო გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტი შეაქვს. მათივე ინფორმაციით, კანონპროექტს ხელს აწერს საქართველოს მასშტაბით 37 455 ამომრჩეველი. ის გულისხმობს 2 ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანას და დროებითი ზომების მიღებას ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გასაზრდელად.

კანონპროექტები ეხება საქართველოს საარჩევნო კოდექსს და კანონს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ. საკანონმდებლო ინიციატივა გულისხმობს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების განხორციელებას, რომლის მიხედვითაც, პარტიები და საარჩევნო ბლოკები ვალდებული იქნებიან საარჩევნო სია გენდერული თანასწორობის პრინციპების დაცვით დააკომპლექტონ და სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარადგინონ. იმ შემთხვევაში კი, თუ არჩეული წევრს რაიმე მიზეზით შეუწყდება დეპუტატის უფლებამოსილება, მაშინ დეპუტატის მანდატს იმავე სქესის, რიგით მომდევნო კანდიდატი მიიღებს.

კანონპროექტს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის (Task Force) წევრები ორშაბათს, თბილისის პარლამენტში დაარეგისტრირებს.
საკანონმდებლო ინიციატივის დარეგისტრირების ადმინისტრირებასა და კოორდინირებას “ქართველ და გერმანელ ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი“ ახორციელებს.

ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფი არის დროებითი, არაფორმალური გაერთიანება, რომლის მიზანია საქართველოში ქალთა პოლიტიკური თანამონაწილეობის ზრდის ხელშეწყობა. სამუშაო ჯგუფის წევრები არიან ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც გააჩნიათ საქართველოში ქალთა პოლიტიკური თანამონაწილეობის საკითხებზე მუშაობის მანდატი.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება