ქუმსიშვილი: სომხეთში თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში ქართული ბიზნესის მონაწილეობა განვიხილეთ

ქუმსიშვილი: სომხეთში თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში ქართული ბიზნესის მონაწილეობა განვიხილეთ

ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ქვეყნების ჯგუფის შეხვედრის ფარგლებში სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა.

„სომხეთთან არაერთი მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტი მიმდინარეობს. ამასთან ერთად, საქართველო არის მნიშვნელოვანი ქვეყანა სომხეთისთვის, რადგან სწორედ ჩვენს ქვეყანაზე გადის სომხეთის საქონლის ტრანზიტის უდიდესი ნაწილი. ჩვენ ასევე განვიხილეთ სომხეთში მოქმედ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში ქართული ბიზნესის მონაწილეობის შესაძლებლობა გამომდინარე იქიდან, რომ სომხეთს მჭიდრო ეკონომიკური კავშირები ირანთან და სხვა ქვეყნებთან და ეს შესაძლებლობა ქართულმა ბიზნესმა უნდა გამოიყენოს,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ კარენ კარაპეტიანთან შეხვედრის შემდეგ.

ფინანსთა საინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი საფინანსო- ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობის საკითხები. აღინიშნა, რომ მჭიდრო პარტნიორული თანამშრომლობის მიუხედავად, ქვეყნებს შორის არსებობს ურთიერთობის განვითარების დიდი პოტენციალი. განსაკუთრებით გამახვილდა ყურადღება ტურიზმის, ტრანსპორტის, ვაჭრობის და სხვა პრიორიტეტულ სფეროებში თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით. გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე კულტურულ და ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და საქართველოს ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი საგანელიძე.

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები