ქუმსიშვილი: სესხების დოლარიზაციამ 65 პროცენტიდან 58 პროცენტამდე დაიკლო

ქუმსიშვილი: სესხების დოლარიზაციამ 65 პროცენტიდან 58 პროცენტამდე დაიკლო

„საქართველოს მთავრობისა და ცენტრალური ბანკის მიერ განხორციელებული ღონისძიებები ლარიზაციის მიმართულებით, ერთმნიშვნელოვნად დადებითად შეფასდა თანამეგობრობის მხრიდან,“ - განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ქვეყნების შეხვედრის შემდეგ, სადაც მსოფლიო ეკონომიკური ტენდენციები და გამოწვევები განიხილეს. 

პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, დოლარიზაციის მაღალი კოეფიცენტი არაერთი ქვეყნისთვისაა სერიოზული გამოწვევა, რომელზეც პასუხის გაცემას მრავალი ქვეყნის მთავრობა და ცენტრალური ბანკი ცდილობს.

„ჩვენი ლარიზაციის სტრატეგიის იმპლემენტაციის დაწყებიდან სულ რაღაც 5 თვე გავიდა და დღეს უკვე შეგვიძლია გარკვეულ სტატისტიკაზე საუბარი. ფიზიკური პირები სესხების დოლარიზაციის კოეფიციენტი 58 პროცენტიდან 48 პროცენტამდეა შემცირებული, მთლიანი სესხების დოლარიზაციამ კი 65 პროცენტიდან 58 პროცენტამდე დაიკლო“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები