"რესპუბლიკელები" ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულთა ამნისტიას ითხოვენ

"რესპუბლიკელები" ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულთა ამნისტიას ითხოვენ

საქართველოს რესპუბლიკურმა პარტიამ, დღეს გამართულ ბრიფინგზე, საზოგადოებას და მედიის წარმომადგენლებს ამნისტიის შესახებ კანონპროექტი წარუდგინა. კანონპროექტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისაგან თავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 262-ე, 263-ე, 264-ე, 265-ე, 266-ე, 269-ე, 270-ე, 271-ე, 273-ე და 274-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული, გარდა, 260-ე და 261-ე მუხლების შესაბამისად, გასაღებისთვის მსჯავრდებული პირებსა.

ეს ნიშნავს, რომ „რესპუბლიკელები“ ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებული ყველა პატიმრისა და პირობით მსჯავრდებულთა ამნისტიას - სრულ გათავისუფლებას მოითხოვენ, ხოლო გასაღებისთვის მსჯავრდებულთათვის სასჯელის ერთი მესამედით შემცირებას.

რესპუბლიკურ პარტიაში განმარტავენ, რომ პროექტის მიზანია, ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, ნარკოტიკული დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პატიმართა და პირობით მსჯავრდებულთა მიმართ წლების განმავლობაში არსებული უსამართლო და არაადეკვატური სასჯელების შედეგად მორალური და მატერიალური ზიანის აღმოფხვრისათვის, მათი რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის ხელშესაწყობა, ასევე, თვისობრივად ახალი ნარკოპოლიტიკის განხორციელებისა და ამოქმედებისათვის წინაპირობის შექმნა.

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულის ნორმების სიმკაცრე წლების განმავლობაში ცხადყოფდა სახელმწიფოს მხრიდან აღიარებულ ომს ნარკოტიკების წინააღმდეგ, რაც გადაიზარდა ადამიანის უფლებების სრულ უგულებელყოფაში და ადამიანების წინააღმდეგ ომში“,- განაცხადა რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, თამარ კორძაიამ.

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

02 ივლისი, 2018

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უკვე საათზე მეტია დისკუსია მიმდინარეობს "ევროპული საქართველოს" წინადადებაზე, სადაც ისინი რეკომენდაციის სახით 2018 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.მ-ს...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები