5 არასრულწლოვანი აღნიშნავს, რომ მათზე სექსუალური ძალადობა განხორციელდა - კვლევის შედეგები

5 არასრულწლოვანი აღნიშნავს, რომ მათზე სექსუალური ძალადობა განხორციელდა - კვლევის შედეგები
13 / 06 / 2017 11:17

"ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირმა" აჭარისა და გურიის რეგიონებიდან თურქეთში არასრულწლოვანთა შრომითი მიგრაციის პრაქტიკა შეისწავლა. კვლევის ფარგლებში 223 რესპონდენტი გამოიკითხა. სულ აჭარიდან გამოიკითხა 140, ხოლო გურიიდან - 83 ახალგაზრდა. რესპონდენტები წარმოადგენდნენ 14-დან 22 წლის ჩათვლით ახალგაზრდებს,რომლებიც ერთხელ მაინც ყოფილან თურქეთის ტეროტორიაზე სამუშაოდ წასულნი. 

კვლევის მიხედვით, თურქეთში სამუშაო მიგრაციის გამოცდილება არასრულწლოვნების 86 პროცენტს, 15-17 წლის ასაკში აქვთ მიღებული. პირველი ვიზიტისას მათ საზღვარი მშობელთან ერთად გადაკვეთეს, მომდევნო ვიზიტებისას კი მშობელთან ერთად საზღვრის გადაკვეთის პროცენტული წილი თანდათან იკლებს.

"ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" მიერ გამოქვეყნებულ კვლევის თანხმად, 5 რესპონდენტი აღნიშნავს, რომ შრომითი მიგრაციის დროს მათზე სექსუალური ძალადობა განხორციელდა. 

  • რესპონდენტთა 97% აღნიშნავს, რომ არასდროს აუგდია ისინი აბუჩად დამსაქმებელს ან სხვებს სამუშაო ადგილებზე.
  • არცერთხელ არ დაფიქსირებულა ფიზიკური ძალადობა (ცემა) ვინმეს (მათ შორის,დამსაქმებლის) მხრიდან.
  •  შემთხვევათა 87%-ში დამქირავებელი არ აიძულებდა დაქირავებულს, შეესრულებინა ისეთი სამუშაო, რომელზეც შეთანხმებულნი არ ყოფილან (რესპონდენტთა 5.8% აღნიშნავს, რომ იშვიათად შეუსრულებია გაუთვალისწინებელი (შეუთანხმებელი) სამუშაო, ხოლო 4% მიუთითებს, რომ ასეთი შემთხვევები ხშირად ან რეგულარულად მომხდარა).
  • თითქმის ყოველი მეორე გამოკითხული (49%) აღნიშნავს, რომ ყოველდღიურად მუშაობდა არანორმირებულად (8 საათზე მეტს), ხოლო 38%-ს არასდროს ჰქონია არანორმირებული სამუშაო გრაფიკი.
  •  82% აღნიშნავს, რომ მუშაობისას შესვენების უფლება ჰქონდა (იგულისხმება 8 საათიანი სამუშაო დროის ფარგლებში 1 საათიანი შესვენის ტოლფასი პროპორცია), ხოლო 6.7% აღნიშნავს, რომ ამ უფლებით არასდროს უსარგებლია
  •  88%-ს ჰქონდა მუშაობის დროს საკვების მიღების უფლება. ამ უფლებით ვერსარგებლობდა 5%. დანარჩენებს კი ეს უფლება ზოგჯერ ეძლეოდათ, ზოგჯერ -არა.
  •  მხოლოდ ორ შემთხვევაში ჩამოართვა რესპონდენტს დოკუმენტი დამსაქმებელმა.
  • შემთხვევათა 96% -ში ახალგაზრდებს ოჯახის წევრებთან დაკავშირების უფლება ჰქონდათ.
  • 223-დან მხოლოდ 3 რესპონდენტი იხსენებს შემთხვევას, როდესაც მათ ანაზღაურება არ მისცეს.
  • 85% აღნიშნავს, რომ საცხოვრებელი პირობები არასდროს ყოფილა მძიმე, 7%-ს კი ძირითადად მძიმე პირობებში უწევდა ცხოვრება
  • 2.2% (5 რესპონდენტი) აღნიშნავს, რომ მათზე განხორციელებულა სექსუალური ძალადობა (აქედან 2 გოგონაა, 3 ბიჭი). 4 შემთხვევაში რესპონდენტები ამბობენ, რომ ძალადობა იშვიათად ხორციელდებოდა, 1 შემთხვევაში კი - ზოგჯერ.

ძირითადი სამუშაო ადგილები თურქეთში, სადაც რესპონდენტები მუშის პოზიციაზე მუშაობენ, ჩაის და თხილის პლანტაციებია. დასაქმების შემთხვევების 81% სწორედ ამ საქმიანობებზე მოდის. სხვა გასათვალისწინებელ სამუშაო ადგილებს შორის, თუმცა გაცილებით ნაკლები წილით, გვხვდება ჩაის და თხილის ქარხნები, ოჯახი (სასოფლო- სამეურნეო საქმიანობების შესასრულებლად) და მშენებლობა. სამუშაოების პროცენტული გადანაწილება, განხორციელებული ვიზიტების მიხედვით, შემდეგნაირია

კვლევის თანახმად, პლანტაციებში მომუშავეთაგან უდიდესი უმრავლესობა (90%) მუშაობდა 9-10 საათსა და მეტს.

ინტერვიუერთა თხოვნაზე, შეეფასებინათ მათი სამუშაოს შრომატევადობა/სიმძიმე, ჩაის პლანტაციაში მომუშავეთა 79% და თხილის პლანტაციაში მომუშავეთა 45% მიიჩნევს, რომ მის მიერ შესრულებული სამუშაო ძალიან მძიმე/შრომატევადი, ან მეტ-ნაკლებად მძიმე იყო.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება