მღებრიშვილი: 13 ივნისის ტრაგედიას და თანამედროვე საქართველოს ჰყავს თავისი გმირები

მღებრიშვილი: 13 ივნისის ტრაგედიას და თანამედროვე საქართველოს ჰყავს თავისი გმირები

"13 ივნისის ტრაგედიას და მასთან, თანამედროვე საქართველოს ჰყავს თავისი გმირები",-ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული. 

"მათ შორისაა შსს-ს მაშველი ზურაბ მუზაშვილი, რომელმაც 8 ადამიანი გადაარჩინა, თავად კი დაიღუპა...
შინაგან საქმეთა სამინისტროში ბევრი ასეთი უსახელო გმირია, რომლებიც 24 საათის მანძილზე თითეული ჩვენგანის უსაფრთხოებას იცავენ და ამას საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად აკეთებენ.

ეს ის პროფესიაა, რომელსაც გასამრჯელოს გამო არ ირჩევენ. დაეხმარო და დაიცვა ადამიანები, ესაა უფრო მოწოდება და შინაგანი მრწამსი... და ვისურვებდი, რომ ეს ადამიანები სიცოცხლეშივე დავაფასოთ",-წერს გიორგი მღებრიშვილი. 

დღეს, 13 ივნისის ტრაგედიიდან ორი წელი გავიდა. 13 ივნისს ვერეს ხეობაში მომხდარ ტრაგედიას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 1 ადამიანი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. სტიქიამ 160 ოჯახი დააზარალა, 10 ოჯახი კი საერთოდ უსახლკაროდ დარჩა.

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები