გიორგი გახარია აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა

გიორგი გახარია აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა

აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან გაიმართა.ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით,  ილჰამ ალიევმა და გიორგი გახარიამ ორ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო–ეკონომიკურ ურთიერთობებსა და სატრანზიტო პოტენციალის განვითარების საკითხებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბოლო ოთხი თვის განმავლობაში საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა და ეს ტენდენცია უნდა გაგრძელდეს. 

„ჩვენს სავაჭრო ბალანსში დიდი ადგილი უჭირავს ენერგომატარებლებს და ტრანსპორტს, თუმცა, უნდა გავააქტიუროთ სხვა მიმართულებებიც, მათ შორის ორმხრივი სავაჭრო პოტენციალი. ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ჩვენი სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდეს. აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ასევე ვისაუბრეთ თანამშრომლობაზე ტურიზმის სფეროში. მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის პოტენციალის ერთობლივად გამოყენება იმისთვის, რომ ტურისტების რაოდენობა გაიზარდოს და მათი მოზიდვა გამარტივდეს“ – აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი გახარიამ.

მინისტრის თქმით, ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო აბრეშუმის გზის ფორუმს და იმ სატრანზიტო დერეფნებს, რომელთა განვითარებასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ორივე ქვეყნისთვის. გიორგი გახარიას განცხადებით, საუბარია როგორც აღმოსავლეთ–დასავლეთის, ასევე სამხრეთ–ჩრდილოეთის სატრანსპორტო დერეფნების განვითარებაზე. აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია გიორგი გახარიას შეხვედრები ქვეყნის პრემიერ–მინისტრთან, ასევე ეკონომიკისა და ტრანსპორტის მინისტრებთან.

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები