რომან გოცირიძე: ხელისუფლება ურა პატრიოტულ გრძნობებს აღვივებს

რომან გოცირიძე: ხელისუფლება ურა პატრიოტულ გრძნობებს აღვივებს

"თურმე უცხოელების მონაწილეობა ჩვენი სოფლის მეურნეობაში არ ყოფილა მნიშვნელოვანი. პირიქით ეს აჩვენებს იმას, რომ არავინ არ მორბის საქართველოში თავქუდმოგლეჯით, ჩვენ მიწების საყიდლად,“-განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ლიდერმა რომან გოცირიძემ. მისი თქმით ის რომ უცხოელი მოქალაქეების სარგებლობაში ქართული მიწების მხოლოდ 5 %-ია ნიშნავს, რომ ქართული მიწა არაეფექტურია დიდი წარმოებისთვის.

"მთავრობას ჰგონია რომ რაღაც კარგი თქვა და ის, რომ თითქოს უცხოელებს ძალიან მცირე რაოდენობის მიწები აქვთ შესყიდული.ეს მიწები არის ძალიან დაქუცმაცებული მისი ეფექტიანობა არის ნული დიდი წარმოებისათვის. საქართველო განწირულია ღარიბ, ღატაკ, სოფელში ჩასარჩენად. ჩვენ სხვა პოლიტიკა გვჭირდება. მიწაზე კერძო საკუთრება გვჭირდება,

ხელისუფლება აღვივებს ურა პატრიოტულ გრძნობებს. ეს ხელისუფლება არ არის პროგრესული ხელისუფლება. ბოლო 5 წლის განმავლობაში მათი ქმედებები ეს არის უკან დახევა ნაბიჯ-ნაბიჯ უკან სვლა. საქართველო დაემსგავსა პოსტ საბჭოთა ქვეყანას საიდანაც ჩვენ დიდი წვალებით გამოვედით. არაფრით არ განვსხვავდებით სხვებისგან მეზობლებისგან თუ არამეზობლებისგან,“-განაცხადა რომან გოცირიძემ

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

02 ივლისი, 2018

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უკვე საათზე მეტია დისკუსია მიმდინარეობს "ევროპული საქართველოს" წინადადებაზე, სადაც ისინი რეკომენდაციის სახით 2018 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.მ-ს...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები