ვაკის პარკში, 25 ივნისს დასაქმების ფესტივალი Job Fest გაიმართება

ვაკის პარკში, 25 ივნისს დასაქმების ფესტივალი Job Fest გაიმართება
14 / 06 / 2017 16:32

შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაცია HR hub-ის ორგანიზებით, 25 ივნისს, ვაკის პარკში, 13:00-17:00სთ, ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი Job Fest გაიმართება. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

სამუშაოს მაძიებლების რეგისტრაცია 14 ივნისიდან იწყება და 24 ივნისამდე გაგრძელდება - ინფორმაცია ამის შესახებ მედიას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ, დედაქალაქის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ და არასამთავრობო ორგანიზაცია HR hub-ის დამფუძნებელმა ანა ნავდარაშვილმა მიაწოდეს.

ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალში მონაწილეობის მიღება 18-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს, უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს შეუძლიათ. სპეციალურად ფესტივალისთვის კომპანიებმა 700 - ზე მეტი ღია პოზიცია წარმოადგინეს, მათ შორის, სტაჟირების მიმართულებითაც.

ფესტივალი მიზნად ისახავს დამსაქმებლების და ახალგაზრდების დაკავშირებას, სამუშაოს მაძიებლების დასაქმებისა და სტაჟირების ხელშეწყობას. სპეციალურად, ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალ Job Fest-ისთვის, სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-პორტალზე Worknet.gov.ge-ზე ახალი სოფტი შეიქმნა. მისი მისამართია www.jobfest.ge. ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად ახალგაზრდები აქ უნდა დარეგისტრირდნენ.

რეგისტრაცია შესაძლებელია www.ssa.gov.ge-ზე ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალის ბმულზეც. ასევე: სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონულ ცენტრებში (სამუშაო დღეებში 10:00-17:00 სთ). რეგისტრაციის წარმატებით გავლის შემდეგ სამუშაოს მაძიებლები მიიღებენ ფესტივალზე დასასწრებ JOB fest-ის ბარათს.

JOB fest-ში მონაწილე კომპანიებისა და მათი ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია www.studentjob.ge -ზე, რაც სამუშაოს მაძიებელს შესაძლებლობას აძლევს წინასწარ გაეცნოს ვაკანსიებს და დასაქმების ფესტივალზე პირდაპირ უკვე შერჩეულ კომპანიებთან მივიდეს და გაესაუბროს.

ახალგაზრდები ფესტივალზე უნდა გამოცხადდნენ სარეგისტრაციო ბარათით, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით და პირადი რეზიუმეთი - cv (რამდენიმე ეგზემპლარით). ფესტივალის პროგრამა მრავალფეროვანია. ღონისძიებაზე დამსაქმებლები სპეციალურად მათთვის გამოყოფილ სივრცეში იქნებიან წარმოდგენილი.

გარდა ამისა, ვაკის პარკის ერთ ნაწილში მოეწყობა „წარმატების კუთხე“, სადაც შესაძლებელი იქნება, სპიკერების გამოსვლების მოსმენა კარიერულ ზრდაზე, მოტივაციაზე, წარმატებასა და სტუდენტებისთვის საინტერესო სხვადასხვა თემაზე. ფესტივალის თანაორგანიზატორები არიან: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტი და პროექტი – „ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერა საქართველოში“ (YES Georgia), რომელსაც ახორციელებს ფონდი კრისტალი PH International-თან და მისო კრისტალთან ერთად USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მხარდამჭერები არიან: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, პალიტრა მედია ჰოლდინგი. ღონისძიებას წყლით უზრუნველყოფს წყალი „სნო“.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება