მცხეთაში მრავალპროფილიანი სამედიცინო ცენტრი გაიხსნა

მცხეთაში მრავალპროფილიანი სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
14 / 06 / 2017 16:43

სახელმწიფოს ხელშეწყობით განახლებული მრავალპროფილიანი „მცხეთის სამედიცინო ცენტრის“ პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან ერთად დაესწრო და ახალგახსნილი კლინიკა დაათვალიერა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „წმინდა მეფე მირიან და დედოფალ ნანას სახელობის მცხეთის სამედიცინო ცენტრის“ აღსადგენად სახელმწიფომ 10 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა. კლინიკას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და უახლესი თაობის სამედიცინო ინვენტარით აღიჭურვა. ცენტრი 100 საწოლზეა გათვლილი. ადგილზე გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (Emergency), რეანიმაციული და ინტენსიური თერაპიის განყოფილებები ფუნქციონირებს.

ახალგახსნილი კლინიკა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაშია ჩართული. ჯანდაცვის მინისტრმა აღდგენილი სამედიცინო ცენტრის ისტორიულ და გეოგრაფიულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ამ ადგილზე დიდი ტრადიციების მქონე, მრავალპროფილიანი კლინიკა იყო. სამწუხაროდ, მისგან მხოლოდ ბეტონის საყრდენები დარჩა. ბოლო 3 წლის განმავლობაში, აქ 10 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. კლინიკას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და აღიჭურვა. ეს დაწესებულება მნიშვნელოვნად განტვირთავს ჩრდილოეთის და დასავლეთის მიმართულებით არსებულ რისკებს, ვგულისხმობ, როგორც ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაშავებულების მართვას, ისე გადაუდებელი და გეგმური სერვისების მიწოდებას. მიხარია, რომ ეს ისტორიული ადგილი ისევ აღდგა და ვითარდება,“ - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მცხეთის სამედიცინო ცენტრში სერვისების სრული სპექტრია წარმოდგენილი. კლინიკამ პირველი პაციენტები უკვე მიიღო. ადგილზე 250-მდე პირია დასაქმებული.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება