შსს ვარდების მოედანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას და ვიდეოს ავრცელებს

შსს ვარდების მოედანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას და ვიდეოს ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ვარდების მოედანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, მიმდინარე წლის 15 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოში შევიდა შეტყობინება იმის თაობაზე, რომ თბილისში, ვარდების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეებს შორის ჩხუბი მოხდა.

შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების თანამშრომლები, სადაც მათ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი, 1996 წელს დაბადებული ი.ლ. დახვდათ. მას სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებოდა.

პოლიციელების დანახვისას ი.ლ. აგრესიული გახდა, სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მათთან თანამშრომლობასა და სამედიცინო დახმარების გამოძახებაზე უარი განაცხადა. პოლიციამ ი.ლ. წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების თანახმად დააკავა. დაკავებისას მას განემარტა ნებაყოფლობით ადვოკატის მოწვევის უფლება. ადვოკატის პოლიციის განყოფილებაში მისვლის შემდეგ ი.ლ.-მ განაცხადა, რომ იგი მის კოლეგა ქალბატონს არ უცემია, არამედ დაზიანებები სხეულზე სამართალდამცველებმა მიაყენეს. ი.ლ. ამჯერად სამედიცინო დახმარებაზე დათანხმდა, რის შემდეგაც იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ა. ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები უტარდება.

ვარდების მოედანზე მომხდარ ჩხუბის ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გთავაზობთ ვიდეომასალას, რომელიც პოლიციას ერთ-ერთმა მოქალაქემ მიაწოდა.

ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ლინკზე:http://police.ge/ge/shinagan-saqmeta-saministros-gantskhadeba/10697

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები