სომხურმა კომპანიამ აფხაზეთისა და ცხინვალის გარეშე გამოქვეყნებული საქართველოს რუკა შეცვალა

სომხურმა კომპანიამ აფხაზეთისა და ცხინვალის გარეშე გამოქვეყნებული საქართველოს რუკა შეცვალა

ერევნის ცენტრალური ქუჩაზე აფხაზეთისა და ცხინვალის გარეშე გამოქვეყნებული რუკა ერევანში საქართველოს საელჩოს ჩარევის შედეგად შეიცვალა,-ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

2017 წლის 11 ივნისის საღამოს, ერევნის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთ-ერთი შენობის ვიტრაჟზე, ავტომობილების გაქირავების ოფისის „ENTERPRISE“-ის სარეკლამო დაფაზე საქართველოს საელჩომ სომხეთის რესპუბლიკაში აღმოაჩინა საქართველოს რუკა, რომელზეც დატანილი არ იყო აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. კომპანია „ENTERPRISE”-ის საქმიანობის სფეროს ავტოტრანსპორტის საერთაშორისო მასშტაბით გაქირავება წარმოადგენს, კომპანია მომხმარებელს აღნიშნულ მომსახურებას ასევე სთავაზობს საქართველოსა და სომხეთში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 12 ივნისს, ერევანში საქართველოს საელჩო დაუკავშირდა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და მიაწოდა ინფორმაცია ფაქტთან დაკავშირებით. ასევე, შედგა საელჩოს წარმომადგენლის სატელეფონო საუბარი ზემოაღნიშნული კომპანიის წარმომადგენელთან.

სამინისტროში განმარტავენ, რომ საელჩოს ჩარევის შედეგად, ზემოაღნიშნული ოფისის ვიტრაჟიდან მოხსნილი იქნა არსებული სარეკლამო დაფა და მის ნაცვლად განთავსდა ქართულ მხარესთან შეთანხმებული ახალი სარეკლამო ბანერი.

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები