ბათუმის შემოვლითი გზისთვის AIIB 114 მილიონ დოლარს გამოყოფს-შეთანხმება ხვალ გაფორმდება

ბათუმის შემოვლითი გზისთვის AIIB 114 მილიონ დოლარს გამოყოფს-შეთანხმება ხვალ გაფორმდება

„ჩვენ აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკისაგან (AIIB) გვაქვს სრული მხარდაჭერა როგორც სტრუქტურული რეფორმების, ისე ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების მიმართულებით. საქართველო აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის დამფუძნებელი წევრია და სწორედ საქართველოში განსახორციელებელი პროექტი მოხვდა ბანკის საინვესტიციო პროექტების პირველ ოცეულში,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომელიც AIIB-ის წლიურ შეხვედრაში მონაწილეობს.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ხვალ, 17 ივნისს, პირველი ვიცე-პრემიერი ხელს მოაწერს შეთანხმებას აღნიშნულ ბანკთან 114 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსის გამოყოფაზე ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის თანადაფინანსების მიზნით.

კიდევ ერთი პროექტი, რომელზეც პირველმა ვიცე-პრემიერმა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტებთან დღეს ისაუბრა, თბილისი-ლარსის მიმართულებაა. მისი თქმით, აღნიშნული პროექტი, თავისი მასშტაბურობიდან გამომდინარე, შეიძლება ორმა ბანკმაც ერთობლივად დააფინანსოს.

აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) წარმოადგენს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანა არის საქართველო.

ბანკის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია ეკონომიკური განვითარების სტიმულირება, აზიაში ინფრასტრუქტურული კავშირების გაუმჯობესება ინფრასტრუქტურასა და სხვა წარმოების სექტორში ინვესტირების გზით და სხვადასხვა მრავალმხრივ და ორმხრივ განვითარების ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობა. ბანკის სადამფუძნებლო შეთანხმება 2015 წელს გაფორმდა.

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

20 ივნისი, 2018

ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომზე პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. "მინდა ცალკე გამოვყო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, რომლის ჩამოყალიბებასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში...

ახალი სტატიები