რატიანი: ნარკოპოლიტიკაზე კანონპროექტი 12 აპრილსაა ინიცირებული ზოიძის მიერ და ამდენ ხანს იდო

რატიანი: ნარკოპოლიტიკაზე კანონპროექტი 12 აპრილსაა ინიცირებული ზოიძის მიერ და ამდენ ხანს იდო

ევროპული საქართველო ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტს მხარს უჭერს. ამის შესახებ პარლამენტში გამართულ სესიაზე სერგო რატიანმა განაცხადა.

"მე როდესაც ვკითხე ბატონ სანდროს რატომ იყო ეს გაჩერებული , რეპერების საქმე ხო არ იყო სტიმული , რომ ეხლა გამოსულიყო მან ვერ მიპასუხა მას არ აქვს პასუხი.

ეს კანონი არის ინიცირებული და ფაქტობრივად კომიტეტში განხილული ბატონი ზოიძის მიერ 12 აპრილს ამდენი ხნის განმავლობაში ეს იდო ,რომ ყოფილიყო მეორე მოსმენა კიდე გავიგებდი ამას , მაგრამ აშკარა არის , რომ ამდენი ხნის განმავლობაში ეს იყო ჩაწოლილი მხოლოდ დღეს მოხდა მას შემდეგ რაც სერიოზული დანაშაული ჩაიდინა ხელისუფლებამ პრემიერის განცხადება , რომელიც საერთოდ არაფერ კავშირში არ არის ამ კანონთან იმიტომ ,რომ თუ გააგრძელებენ „ჩადებას“ ჩაუდებენ ან იარაღს ან კი სხვა რაღაცას ამიტომ კვირიკაშვილის განცხადება ამასთან საერთოდ კავშირშიც არ იყო ეს იყო გადაფარვა ამ შემთხვევისა",-განაცხადა სერგო რატიანმა. 

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

02 ივლისი, 2018

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უკვე საათზე მეტია დისკუსია მიმდინარეობს "ევროპული საქართველოს" წინადადებაზე, სადაც ისინი რეკომენდაციის სახით 2018 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.მ-ს...

ახალი სტატიები