ჩინეთთან ურთიერთობის 25 წლის იუბილე და საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ჩინეთში (ფოტოები)

ჩინეთთან ურთიერთობის 25 წლის იუბილე და საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ჩინეთში (ფოტოები)

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კულტურის სამინისტროსა და ჩინელი ხალხის საზღვარგარეთის ქვეყნებთან მეგობრობის ასოციაციის ორგანიზებით გამართული სადღესასწაულო კონცერტით აღინიშნა.



კონცერტი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დავით აფციაურის და ჩინეთის კულტურის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის ბატონი სიეს მისალოცი სიტყვებით გაიხსნა. ოფიციალური ნაწილის შემდეგ სცენაზე შედგა გიორგი მიქაძისა და ანსამბლ "ბასიანის" პროექტის პრემიერა, რომელსაც სცენაზე ენაცვლებოდა ქართული სახელმწიფო ანსამბლის "რუსთავის" საცეკვაო ნომრები.



კონცერტის დაწყებამდე საელჩო დამსწრე საზოგადოებას ქართული ღვინით გაუმასპინძლდა. სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს 13-20 საუკუნეების ტრადიციული ქართული სამოსის ფოტოგამოფენა.



კონცერტს ესწრებოდა პეკინში მყოფი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, აზიის დეპარტამენტის უფროსი დავით კერესელიძე, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლი ხვეილაი, ჩინელ ხალხთა საზღვარგარეთის ქვეყნებთან მეგობრობის ასოციაციის ვიცე - პრეზიდენტი ლინ ი, სხვადასხვა სამინისტროების ოფიციალური პირები, პეკინში აკრედიტირებული ელჩები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ქართული დიასპორა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

20 ივნისი, 2018

ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომზე პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. "მინდა ცალკე გამოვყო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, რომლის ჩამოყალიბებასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში...

ახალი სტატიები