ირაკლი კობახიძე: კონსტიტუციური მონარქიის საკითხზე პატრიარქს შევხვდით

ირაკლი კობახიძე: კონსტიტუციური მონარქიის საკითხზე პატრიარქს შევხვდით

"ჩვენ გვქონდა დღეს შეხვედრა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის, ვისაურეთ იმ განცხადებაზე, რომელიც საკონსტიტუციო მონარქიას შეეხებოდა და კონკრეტულად გვქონდა საუბარი ამ განცხადების შინაარსზე და მიზანზე",-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

"ჩვენთვის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პატრიარქის თითოეულ სიტყვას, თითოეულ მოწოდებას, ამასთან დაკავშირებით შედგა საუბარი ჩვენსა და პატრიარქს შორის. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პატრიარქის თითოეულ სიტყვას და ყველა ამ სიტყვასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, სერიოზულად უნდა ვიმსჯელოთ.

ყველა მმართველობის სისტემას, რა თქმა უნდა, აქვს თავისი უპირატესობები, მათ შორის, კონსტიტუციურ მონარქიას აქვს თავისი სერიოზული უპრატესობები, პატრიარქმაც ბრძანა რომ კონსტიტუციური მონარქია არის სიმშვიდის შემომტანი მმართვლობის სისტემაში და ზოგადად პოლიტიკურ სისტემაში, სერიოზული პლიუსები აქვს კონსტიტუციურ მონარქიას, ჩვენ შეგვიძლია, რა თქმა უნდა, გძელვადიან პერსპექტივაში ვიფიქროთ ზოგადად ამაზე , თუ იქნება საქართველოში შესაბამისი პირობები იმისთვის რომ ასეთი მმართველობის სისტემა ჩამოყალიბდეს. ამაზე ფიქრი შესაძებელია",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

კილაძე: ნარკოპოლიტიკამ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ინტერესები უნდა დააბალანსოს

კილაძე: ნარკოპოლიტიკამ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ინტერესები უნდა დააბალანსოს

21 მაისი, 2018

ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. "უნდა შევეცადოთ ისეთი ნარკოპოლიტიკა გვქონდეს, რომელიც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ინტერესებს...

ახალი სტატიები