ომბუდსმენი: თეატრალურ უნივერსიტეტში აბიტურიენტებისთვის დაწესებული მოთხოვნა დამამცირებელია

ომბუდსმენი: თეატრალურ უნივერსიტეტში აბიტურიენტებისთვის დაწესებული მოთხოვნა დამამცირებელია

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის 2017-2018 სასწავლო წელს ბაკალავრიატის აკადემიურ საფეხურზე, ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე, დრამის ფაკულტეტზე შესარჩევი კონკურსისათვის (შემოქმედებითი ტურისათვის) დადგენილ წესებსა და მოთხოვნებში არსებულ ჩანაწერს, რომლის თანახმად, დრამისა და კინოს მსახიობის პროგრამული კონცენტრაციის I ტურში მოწმდება აქვს თუ არა აბიტურიენტს გამოუსწორებელი ორგანული დეფექტი, რომელიც შეუთავსებელია პროფესიულ მოთხოვნებთან.

"განათლების უფლება, რაც, მათ შორის, მოიცავს უმაღლეს განათლებას, აუცილებელია, ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი ადამიანისთვის დისკრიმინაციის გარეშე, რამდენადაც ამ უფლებით შეუფერხებლად სარგებლობა დაკავშირებულია ინდივიდის დამოუკიდებელ არჩევანთან და პიროვნულ განვითარებასთან.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქართველოს თეატრალური უნივერსიტეტის საკონკურსო მოთხოვნებში ზემოაღნიშნული ჩანაწერის ფორმულირება დამამცირებელი და შეურაცხმყოფელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ასევე, იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ.

მსგავსი ჩანაწერი არ არის გამართლებული რაიმე ლეგიტიმური მიზნით და აღნიშნულ ჯგუფებს გაუმართლებლად უზღუდავს მსახიობის პროფესიის დაუფლების შესაძლებლობას. სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომ ამოიღოს დრამის ფაკულტეტზე მისაღები საკონკურსო მოთხოვნებიდან დისკრიმინაციული ჩანაწერი და დაიცვას თანასწორობის პრინციპი ნებისმიერი აბიტურიენტის მიმართ",-აღნიშნავს ომბუდსმენი.

შარაშენიძე: ტრამპი პუტინს მის ყოფილ კოლონიაში ეწვია, ურთიერთობების გაფუჭება კი თავისივე ქვეყანას დააბრალა

შარაშენიძე: ტრამპი პუტინს მის ყოფილ კოლონიაში ეწვია, ურთიერთობების გაფუჭება კი თავისივე ქვეყანას დააბრალა

17 ივლისი, 2018

"პუტინს მის ყოფილ კოლონიაში თავისუფალი სამყაროს ლიდერი, ამერიკის პრეზიდენტი ეწვია რომელმაც ურთიერთობების გაფუჭება თავისივე ქვეყანას დააბრალა. ეს იმის მერე რაც თავისუფალი სამყაროს ლიდერი ევროპაში ყველას ეჩხუბა", - ამის შესახებ წერს...

ახალი სტატიები