წულუკიანი: 5%-იანი ბარიერის დაწევა პარლამენტში პოლიტიკურ დაქსაქსულობას გამოიწვევს

წულუკიანი: 5%-იანი ბარიერის დაწევა პარლამენტში პოლიტიკურ დაქსაქსულობას გამოიწვევს
20 / 06 / 2017 15:12

"ჩვენ მზად ვართ, მოვისმინოთ ერთმანეთის კრიტიკა, მათ შორის, ოპონენტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ასევე პრეზიდენტის, თუმცა ჩვენი მთავარი მიზანია, დავეყრდნოთ ვენეციის კომისიის დასკვნებს", - ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებას.

"ის, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილებები მცირდება კონსტიტუციის ცვლილებათა პროექტით, ეს იყო მმართველი გუნდის შეთავაზება საზოგადოებისთვის. მმართველმა გუნდა დადო პირობა, რომ თუ ვენეციის კომისია ამას არ მოიწონებდა, ის მიიღებდა შესაბამისს ზომებს. აღმოჩნდა, რომ ვენეციის კომისიამ პრეზიდენტის არჩევის წესი არ გააკრიტიკა, პრიქით, ის ამბობს, რომ სახელმწიფოს გადასაწყვეტია, საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტის არჩევის წესი.

ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ, მოვისმინოთ ერთმანეთის კრიტიკა, მათ შორის ოპონენტების, არასამთავრობოების და პრეზიდენტის, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანია, დავეყრდნოთ ვენეციის კომისიის დასკვნებს. უნდა გავიაზროთ ის შენიშვნები, რომელსაც მივიჩნევთ, რომ ჩევნი ქვეყნის უკეთესი დემოკრატიული მომავლისთვის არის მისაღები. ის, რომ მაგალითად 5%-იანი ბარიერი დაიწევს, როგორც ჩანს, მმართველი გუნდისთვის მისაღებია. მიმაჩნია, რომ ეს გამოიწვევს პარლამენტში პოლიტიკურ დაქსაქსულობას, მაგრამ ასეთია დემოკრატიული პრინციპები.

პრინციპში, რატომაც არა, მიუხედავად იმისა, რომ ვენეციის კომისია ამბობს, 5%-იანი ბარიერი ევროპული სტანდარტია-ო, ჩვენ დავწიოთ ეს სტანდარტი, თუკი ამაზე პარლამენტი თანახმაა და მივიღოთ კიდევ უფრო დემოკრატიული სტანდარტები ამ მიმართულებით", - განაცხადა წულუკიანმა.

ცნობისთვის, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზე უარი თვისობრივად ცვლის იმ პროექტს, რომელიც ვენეციის კომისიამ და ქართულმა საზოგადოებამ განიხილა. პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს პროექტი პრეზიდენტის ინსტიტუტის წინააღმდეგ არის მიმართული

თეგები


Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება