წულუკიანი: ოჯახში ძალადობა არ არის არც სპექტაკლი და არც რინგი, ამას გულგრილად არ უნდა უყურო

წულუკიანი: ოჯახში ძალადობა არ არის არც სპექტაკლი და არც რინგი, ამას გულგრილად არ უნდა უყურო

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ახალი საიტის imoqmede.ge პრეზენტაციაზე, რომელიც ძალადობის წინააღმდეგ კამპანიაში მოსახლეობის ჩართვას აადვილებს, განაცხადა, რომ ოჯახში ძალადობას არც სახელმწიფომ და არც ხალხმა არ უნდა უყუროს გულგრილად. მისი თქმით, ამ ვებგვერდის მთავარი მიზანია ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარება და ჩვენს საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება ამ საკითხზე.

"დღეს ჩვენ ვუშვებთ ვებგვერდს, რომელსაც მთავარი მიზანი აქვს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარება, მაგრამ უფრო ზოგადად ჩვენს საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება ამ საკითხზე. ერთ-ერთი კომპონენტი არის ვებგვერდი imoqmede.ge, რომელიც სტამბულის კონვენციის რატიფიკაციის კვალდაკვალ იმ დიდი კამპანიის ნაწილია რომელსაც ქვია იმოქმედე, იმოქმედე იმიტომ რომ ოჯახში ძალადობა იქნება ეს ქალის მიმართ, ბავშვის, მოხუცის, მამაკაცის თუ ვინც არ უნდა იყოს მსხვერპლი არ არის არც სპექტაკლი, არც რინგი, არც ფილმი და ამას არ შეიძლება მშვიდად უყურონ მეზობლებმა, ქუჩაში გამვლელებმა, ნაცნობემა, მეგობრემა და ამას არ უნდა უყუროს. ამას არც სახელმწიფო უყურებს გულგრილად.

სწორედ სახლემწიფომ გააკეთა სტამბოლის კონვენციის რატიფიკაცია, მრავალი წლის ყოყმანის შემდეგ, ჩვენ 20-ზე მეტი კანონი შევცვალეთ იმისთვის რომ მოგვერგო საკანონმდებლო ჩარჩო სტამბოლის კონვენციითვის. ვებგვერდზე თქვენ ნახავთ ცხელის ხზის ნომერს მსხვერპლთატვის და ნახათ სხვადასხვა საინტერესო სტატისტიკას", - განაცხადა წულუკიანი. 

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები