ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ია კარგარეთელის 150 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ია კარგარეთელის 150 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ცნობილი კომპოზიტორის, ფოლკლორისტის, მომღერლის, საზოგადო მოღვაწის ია კარგარეთელის 150 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ინფორმაციას ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ავრცელებს. 

ია კარგარეთელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ მოხსენება წაიკითხეს: ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის, ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმის, ეროვნული ბიბლიოთეკისა და ხელოვნების სასახლის სპეციალისტებმა.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდი, გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტური ანსამბლი, გორისა და კასპის სალოტბარო სკოლის მოსწავლეები; ფოლკლორული ჯგუფები: ,,მჭელი", ,,ელეონი", ,,იალონი".

შარაშენიძე: ტრამპი პუტინს მის ყოფილ კოლონიაში ეწვია, ურთიერთობების გაფუჭება კი თავისივე ქვეყანას დააბრალა

შარაშენიძე: ტრამპი პუტინს მის ყოფილ კოლონიაში ეწვია, ურთიერთობების გაფუჭება კი თავისივე ქვეყანას დააბრალა

17 ივლისი, 2018

"პუტინს მის ყოფილ კოლონიაში თავისუფალი სამყაროს ლიდერი, ამერიკის პრეზიდენტი ეწვია რომელმაც ურთიერთობების გაფუჭება თავისივე ქვეყანას დააბრალა. ეს იმის მერე რაც თავისუფალი სამყაროს ლიდერი ევროპაში ყველას ეჩხუბა", - ამის შესახებ წერს...

ახალი სტატიები