იან კელი: რუსეთი ყველაფერს აკეთებს რომ NATO-ში არ შეხვიდეთ

იან კელი: რუსეთი ყველაფერს აკეთებს რომ NATO-ში არ შეხვიდეთ

"ზეწოლა ძალიან ძლიერია თქვენ გყავთ მეზობელი რომელიც შეიძლება ითქვას, ძალიან ბევრს ლაპარაკობს სუვერენიტეტის დაცვაზე და პატივისცემაზე , მაგრამ არაფერს იცავს, ის არ თვლის, რომ თქვენ ხართ სუვერენული, არ თვლის, რომ უნდა იყოთ დამოუკიდებელი და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ არ შეიცვალოს მდგომარეობა, არ შეხვიდეთ ნატოში",-ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამერკის შეერთებული შტატები საქართველოს პროგრესს ხედავს და ახლა ის დროა, როცა საქართველო დამოუკიდებელი მმართველობის ინსტიტუციების ჩამოყალიბებაზე უნდა გადავიდეს. იან კელი ყურადღებას ამახვილებს სასამართლო სისტემაზეც და აცხადებს, რომ მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არ უნდა იყოს ნაკარნახევი აღმასრულებელი ხელისუფლებისგან, პარლამენტმა კი აღმასრულებელი ხელისუფლების ზედამხედველობის როლი უნდა იკისროს.

"ამიტომაც ჩვენ აი ამ უზარმაზარ ინვესტიციას ვახორციელებთ, რომ მხარი დაგიჭიროთ, გაგაძლიეროთ და ვუჭერთ მხარს თქვენს სუვერენულ გადაწყვეტილებას. ეხლა ის მომენტი გვაქვს, რომ უნდა გავხედოთ წარსულს და ჩვენ მართლა ვხედავთ, ძალიან ბევრს მიაღწიეთ, შესანიშნავ რაღაცებს მიაღწიეთ, ძალიან დიდი ქარი უბერავდა თქვენი მოძრაობის საწინააღმდეგოდ, მაგრამ თქვენ ამ გამოწვევებს მედგრად დაუდექით, ძალიან ბევრს მიაღწიეთ, იხედებით წინ, დემოკრატიისკენ და შეიძლება ითქვას, რომ ახლა საქართველოს დაუდგა ის დრო, რომ დემოკრატიული ინსტიტუციების ჩამოყალიბებიდან გადავიდეს ნამდვილად დამოუკიდებელი მმართველობის ინსტიტუციების ჩამოყალიბებაზე.

აუციელებლია პარლამენტმა იკისროს თავის თავზე საპარლამენტო ზედამხედველობის როლი აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, ასევე უნდა ჰქონდეს ძალიან კარგი ურთიერთობა და თანამშრომლობა სასამართლო სისტემასთან, რომელიც არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი იმისათვის, რომ მოსამართლემ გამოიტანას გადაწყვეტილება, რომელიც აბსულუტურად არ არის კავშირში აღმასრულებელ ხელისუფლებასთან და არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ნაკარნახევი. იცით თქვენ, მე რასაც ვგულისხმობ, უნდა იყოს, სამივე შტო დამოუკიდებელი, თანასწორი.

ჩვენ კარგად გვესმის რა გამოწვევების წინაშე დგახართ და რასაც მიაღწიეთ, ჩვენ ვდგავართ თქვენს გვერდით და ველით, რომ კიდევ წინ წახვალთ",-განაცხადა იან კელიმ. 

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

20 ივნისი, 2018

ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომზე პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. "მინდა ცალკე გამოვყო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, რომლის ჩამოყალიბებასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში...

ახალი სტატიები