რომან გოცირიძე: ბოიკოტს ვუცხადებთ კონსტიტუციის განხილვის რიგგარეშე პროცესებს

რომან გოცირიძე: ბოიკოტს ვუცხადებთ კონსტიტუციის განხილვის რიგგარეშე პროცესებს

"არ ვიცით რას ვიხილავთ, ერთი გვითხრეს რომ პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნები იქნება გაუქმებული. საკონსტიტუციო პროცესი, მიმართულ იყო თურმე ერთადერთი მიზნისკენ, რომ პრეზიდენტის არჩევის უფლება ჩამოერთვათ ხალხისთვის,“-განაცხადა "ნაცმოძრაობის" საპარლამენტო ლიდერმა რომან გოცირიძემ. გოცირიძემ მისივე გუნდის პოზიციაც გააჟღერა და განაცხადა, რომ "ნაცმოძრაობა" საკონსტიტუციო განხილვების ფორსირებულ რეჟიმში მონაწილეობას არ მიიღებს. და რიგგარეშე სესიებს არ დაესწრება.

"დღეს არის საგანგებო რიგგარეშე სხდომა, სადაც განიხილება კონსტიტუცია, რომლის ძირითადი ნაწილი 8 წლის შემდეგ ამოქმედდება. ჩვენ არ გვესმის, რატომ არის აუცილებელი ფორსირებულად რიგგარეშე სხდომის მოწვევა, რომელიც ასევე გააპროტესტა საქართველოს პრეზიდენტმა. რით არის გამოწვეული ის, რომ პარტიებს საზოგადოებას არ აძლევენ მშვიდად განხილვის შესაძლებლობას. ჩვენ არ მიგვიღია მონაწილეობა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობასა და მის განხილვაში, ვინაიდან ჩვენ დარწმუნებული ვიყავით რომ მოხდებოდა ის. რასაც დღეს აქ ვხედავთ.

ეს არის დემოკრატიული პროცესიდან უკან დახევა. ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება ცდილობს კონსტიტუციის მორგებას საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისადმი. სულ მალე შემოვა მეორე კანონი, რომელიც ცვლის კომისიისა და საარჩევნო პროცესის ძირითადი დებულებებს, სადაც ასევე ცდილობენ საკანონმდებლო წესით უზრუნველყონ საკუთარი სასტარტო უპირატესობა. ასეთ ვითარებაში ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას, დღევანდელ საგანგებო სხდომაში, ბოიკოტს ვუცხადებთ კონსტიტუციის განხილვის რიგგარეშე პროცესებს,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

02 ივლისი, 2018

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უკვე საათზე მეტია დისკუსია მიმდინარეობს "ევროპული საქართველოს" წინადადებაზე, სადაც ისინი რეკომენდაციის სახით 2018 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.მ-ს...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები