ჯეჯელავა: წელს მცირე სკოლებიდან 11 000 ბავშვი საზაფხულო ბანაკებში დაისვენებს

ჯეჯელავა: წელს მცირე სკოლებიდან 11 000 ბავშვი საზაფხულო ბანაკებში დაისვენებს

წელს მცირე სკოლებიდან მე-7, მე-8 და მე-9 კლასელები, სულ 11 000 ბავშვი საზაფხულო ბანაკებში დაისვენებენ, - ამის შესახებ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზ განაცხადა.

„ეს არის ის გარემო, საიდანაც ყველაზე ნაკლები შანსი აქვთ ბავშვებს, რომ ბანაკებში მოხვდნენ და დასასვენებლად წავიდნენ. ერთი კვირის განმავლობაში 7 ბანაკში დაისვენებენ. ეს მხოლოდ დასვენება არ არის, ყველა ბანაკი შემეცნებითია. გვაქვს ეკობანაკი, გვაქვს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად ერთობლივი ბანაკი, პროფესიულ სასწავლებელთან ერთობლივი ბანაკი. იმედი გაქვს, რომ მომავალში ეს დაფარავს მთელ საქართველოს მცირე სკოლებს. კვებას, ტრანსპორტირებას - ყველაფერს სახელმწიფო უზრუნველყოფს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას ამ ბავშვების უნარების ჩამოყალიბებისთვის. ჩვენ გვინდა, რომ მომავალ წლებში ეს პროცესი გაიზარდოს და ფაქტობრივად, დავფაროთ, მცირე სკოლების მთელი ტერიტორია. წელს 11 000 ბავშვია, შედარებითვის შარშან სულ ბანაკებში 4 000 ბავშვი იყო“, - განაცხადა ჯეჯელავამ.

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

20 ივნისი, 2018

ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომზე პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. "მინდა ცალკე გამოვყო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, რომლის ჩამოყალიბებასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში...

ახალი სტატიები