სახალხო დამცველი: შშმ პირთა პანსიონატებში ვითარება არსებითად არ შეცვლილა

სახალხო დამცველი: შშმ პირთა პანსიონატებში ვითარება არსებითად არ შეცვლილა

"შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებების ინსტიტუციური მოწყობა, ფსიქო-სოციალური სერვისებისა და პროფესიული კადრების ნაკლებობა და დაბალი პროფესიონალიზმი არსებით გამოწვევებს ქმნის შშმ პირთათვის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სერვისის შეთავაზების თვალსაზრისით",-ამის შესახებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშში ვკითხულობთ. 

სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა სახელმწიფოს ხუთ რეზიდენტულ დაწესებულებაში: თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში, კოჯრის შშმ ბავშვთა სახლში, ძევრის, დუშეთისა და მარტყოფის შშმ პირთა პანსიონატებში განთავსებული ბენეფიციარების უფლებათა დაცვის ხარისხი შეამოწმეს. 

ანგარიშის თანახმად, გამოწვევას წარმოადგენს არაადაპტირებული ინფრასტრუქტურა, გარესამყაროსთან და ოჯახებთან (მათ შორის შვილებთან) კონტაქტის სიმწირე, სოციალური პასიურობა და საზოგადოებისგან იზოლაცია, ასევე დაწესებულების ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ხარვეზები და სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებული პრობლემები.

"მონიტორინგმა აჩვენა, რომ ბენეფიციართა უსაფრთხოებაზე, მათ ემოციურ, ფსიქოლოგიურ კეთილდღეობასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ასევე სერვისის მიმწოდებელთა მიერ ძალადობის სამართლებრივი რეგულაციებისა და სტანდარტების ცოდნის დონე უკიდურესად დაბალია. ბენეფიციარები არ არიან ინფორმირებული საკუთარი უფლებების შესახებ. დაწესებულებების ხელმძღვანელებს აღნიშნული საკითხების გათვალისწინება არ მიაჩნიათ ზრუნვის მნიშვნელოვან სტანდარტად.

შემაშფოთებელია, რომ ყოველივე ზემოაღნიშნული ბენეფიციართა უფლებების უხეში დარღვევების, მათ შორის, დისკრიმინაციული მოპყრობის მაპროვოცირებელი ხდება, ზოგჯერ კი იწვევს შშმ პირთა სიცოცხლის უფლების დარღვევას.

გამოვლენილ პრობლემებთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა შეიმუშავა რეკომენდაციები სახელმწიფო უწყებების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებების და ბავშვთა სახლების ადმინისტრაციის მიმართ. სპეციალურ ანგარიშში ასახული რეკომენდაციების მიუხედავად, საანგარიშო პერიოდში, პანსიონატების ნაწილში ვითარება არსებითად არ შეცვლილა.

მონიტორინგის შემდგომ პერიოდში სახალხო დამცველის აპარატისთვის ცნობილი გახდა ინფორმაცია მარტყოფის პანსიონატიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ფსიქიატრიულ დაწესებულებაში სტაციონირების გაზრდილი დინამიკის თაობაზე. ასევე ამავე პანსიონატის ბენეფიციარებს შორის არსებული დაპირისპირების შესახებ.

მოცემული საქმეების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ დაწესებულება არის გადატვირთული. მძიმე შეზღუდვის მქონე პირების, ფსიქიკური და ქცევითი პრობლემების მქონე პირების ერთდროულად მართვის ბერკეტი კი ადმინისტრაციას არ გააჩნია, ბენეფიციარებს შორის კონფლიქტური სიტუაციების მოგვარების გავრცელებული ფორმაა მათი გადაყვანა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ან მუქარა გადაყვანაზე. მარტყოფის შშმ პირთა პანსიონატში არსებული პრობლემების მოგვარების თაობაზე შემუშავდა რეკომენდაცია სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის მიმართ",-აღნიშნულია ომბუდსმენის ანგარიშში. 

ანა ნაცვლიშვილი: პარლამენტის თავმჯდომარის ქცევა საოცრად არაეთიკური იყო!

ანა ნაცვლიშვილი: პარლამენტის თავმჯდომარის ქცევა საოცრად არაეთიკური იყო!

27 ივლისი, 2017

"საოცრად არაეთიკური იყო გუშინ პარლამენტის თავმჯდომარის ქცევა! ორმაგად სამწუხარო ამ ყველაფერში ის არის, რომ არ გამკვირვებია!",-საია-ს ხელმძღვანელი ანა ნაცვლიშვილი პარლამენტში პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძისა და პარლამენტის...

ახალი სტატიები