თბილისში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მესამე სხდომა გაიმართა

თბილისში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მესამე სხდომა გაიმართა

თბილისში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მესამე სხდომა გაიმართა. კომიტეტი წარმოადგენს ასოცირების შეთანხმების ამოქმედების შედეგად ჩამოყალიბებული გაღრმავებული პოლიტიკური დიალოგის ინსტიტუციური ჩარჩოს ნაწილს და, როგორც წესი, იკრიბება მინისტრის მოადგილეების დონეზე.

სხდომაში საქართველოს მხრიდან მონაწილეობდნენ შესაბამისი სახელმწიფო უწყებების უფროსი რანგის წარმომადგენლები. დადგენილი წესის მიხედვით, მიმდინარე წლის ასოცირების კომიტეტის შეხვედრას თავმჯდომარეობდა საქართველოს მხარე, რომელსაც წარმოადგენდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი. ევროკავშირის დელეგაციას ხელმძღვანელობდა ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის, რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობის და ეუთო-ს დირექტორატის ხელმძღვანელი ლუკ დევინი. სხდომას ევროკავშირის მხრიდან ესწრებოდნენ ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის, ევროკომისიის და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა წარიმართა მხარეთა შორის შეთანხმებული დღის წესრიგის მიხედვით, რომელიც მოიცავდა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის, მათ შორის ასოცირების შეთანხმებითა და „ასოცირების დღის წესრიგით“ გათვალისწინებულ პრიორიტეტებს.

სხდომაზე მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები, რომლებიც მიმართულია დემოკრატიის კონსოლიდაციისა და კარგი მმართველობის, სასამართლოს თავისუფლების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის შემდგომი გაძლიერებისაკენ. ევროკავშირი მიესალმა საქართველოს მიერ ამ მიმართულებებით გადადგმულ წარმატებულ ნაბიჯებს და ხაზი გაუსვა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის რეფორმების უწყვეტობის მნიშვნელობა.

მხარეებმა მიმოიხილეს ეკონომიკური და სექტორული თანამშრომლობის პრიორიტეტული სფეროები და ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოში წარმოების ხელშეწყობასა და მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარების მნიშვნელობაზე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით ევროკავშირი საქართველოს მნიშვნელოვან დახმარებას უწევს სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით. განსაკუთრებით ხაზი გაესვა ევროკავშირის დახმარებას ENPARD-ის ფარგლებში, რომელიც ფერმების მხარდაჭერისა და სოფლად განვითარებისათვის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს. მხარეებმა ისაუბრეს აგრეთვე განათლებისა და მეცნიერების, გარემოს დაცვისა და ჯანდაცვის, დასაქმებისა და სოციალური პოლიტიკის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის კუთხით ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე.
ასოცირების კომიტეტის სხდომის დღის წესრიგის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენდა კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა. ევროკავშირმა კიდევ ერთხელ ცალსახად დააფიქსირა მტკიცე მხარდაჭერა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. გამოითქვა შეშფოთება ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ვითარების გაუარესებასთან დაკავშირებით. ქართული მხარე მიესალმა ევროკავშირის აქტიურ ჩართულობას კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ასევე უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისა და დიალოგის გაძლიერების მნიშვნელობაზე. ევროკაშირი მიესალმა საქართველოს ჩართულობას ევროკავშირის მისიებში მალისა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

20 ივნისი, 2018

ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომზე პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. "მინდა ცალკე გამოვყო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, რომლის ჩამოყალიბებასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში...

ახალი სტატიები