სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებზე გასხვისებაზე მორატორიუმი ამოქმედდა

სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებზე გასხვისებაზე მორატორიუმი ამოქმედდა

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, 23 ივნისიდან „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართვლოს კონსტიტუციური კანონის ამოქმედებამდე, სასოფლო-სამეურნეო მიწებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების საკუთრების უფლების მოპოვებაზე მორატორიუმი ცხადდება.

მორატორიუმის მოქმედების პერიოდში ისინი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლებას ვერ დაარეგისტრირებენ. იმ შემთხვევებზე, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქე უკვე ფლობს საკუთრებაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას, მორატორიუმის მოქმედება არ ვრცელდება და მიწა მფლობელის საკუთრებაში რჩება.

ცვლილების თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლების მოპოვება შეეზღუდათ

  •  უცხო ქვეყნის მოქალაქეებს;
  •  საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს;
  • უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს.

მორატორიუმი ძალაში იქნება „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის ამოქმედებამდე. შესაბამისი ცვლილებები სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონში შევიდა.

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები