მამუკა მდინარაძე: პრემიერმა საკონსტიტუციო ცვლილებებზე ძალიან კარგი განცხადება გააკეთა

მამუკა მდინარაძე: პრემიერმა საკონსტიტუციო ცვლილებებზე ძალიან კარგი განცხადება გააკეთა

„საქართველოს პრემიერ მინისტრმა გააკეთა ძალიან კარგი განცხადება და ხაზი გაუსვა ყველა პოზიტიურ მომენტს რაც კონსტიტუციურ ცვლილებებში აისახა და აისახება საბოლოო შედეგში",-ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა. 

"ეს იყო ადამიანის უფლებები, თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხები, ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის ძალიან სწორად განაწილების საკითხები.

ბუნებრივია, ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები, რომლებიც წარსულში ამ ღირებულებებს არაფრად დაგიდევდნენ და აბსოლუტურად უგულებელყოფდნენ, ვერ ეგუებიან, რომ ქვეყანაში ხდება პოზიტიური მოვლენები და დეტალურად აღნიშნავს და კარგად უხსნის საზოგადოებას. შესაბამისად, მათი მხრიდან ასეთი განცხადებები საერთოდ არ არის გასაკვირი,“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ საქართველოს პრემიერ მინისტრის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით.

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

02 ივლისი, 2018

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უკვე საათზე მეტია დისკუსია მიმდინარეობს "ევროპული საქართველოს" წინადადებაზე, სადაც ისინი რეკომენდაციის სახით 2018 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.მ-ს...

ახალი სტატიები