სახალხო დამცველი: ფსიქიკური ჯანდაცვის დაწესებულებათა პრივატიზაციის მიზნები ბუნდოვანია

სახალხო დამცველი: ფსიქიკური ჯანდაცვის დაწესებულებათა პრივატიზაციის მიზნები ბუნდოვანია
23 / 06 / 2017 13:12

საქართველოს სახალხო დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციასთან „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“ ერთად საზოგადოებას სპეციალური ანგარიში წარუდგინა – „ფსიქიკური ჯანდაცვის დაწესებულებათა პრივატიზაცია საქართველოში შეფასება, დასკვნები და რეკომენდაციები საქართველოს მთავრობისთვის“.

სპეციალური ანგარიშისთვის ჩატარებული კვლევის პროცესში ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და ხელვაჩაურის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის პრივატიზაციის საკითხები და დოკუმენტაცია შეისწავლეს.

ანგარიშის თანახმად, კვლევამ აჩვენა, რომ ბუნდოვანია პრივატიზაციის მიზნები და მისი შედეგები ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული კონცეფციის და ეროვნული სტრატეგიის განხორციელების საქმეში. პრივატიზაციის პროცესი მიმდინარეობს ნაჩქარევად, დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების გარეშე.

"ამასთან, არ გამოცხადებულა ღია კონკურსი, წინასწარ არ განსაზღვრულა კვალიფიკაცია ან გამოცდილება, რომელიც მოეთხოვებოდა პოტენციურ ინვესტორს. ინსტიტუციათა პრივატიზაციას არ აქვს ერთიანი ფორმატი და არ იძლევა მკაფიო წარმოდგენას მომსახურების გრძელვადიანი დაგეგმვის და მისი ფინანსური მდგრადობის შესახებ. ინვესტორის ბიზნეს-მოდელი გაურკვეველი რჩება.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პრივატიზაციის პროცესს თან უნდა ახლდეს მკაფიოდ ჩამოყალიბებული, განსახორციელებელი სტანდარტები მომსახურების ხარისხთან, პაციენტთა უსაფრთხოებასთან და ადამიანის უფლებების ასპექტებთან დაკავშირებით. სახალხო დამცველის რეკომენდაციაა კვალიფიცირებული პირებისგან შემდგარმა სახელმწიფო მონიტორინგის ორგანომ ჩაატაროს რეგულარული ინსპექციები; შესრულების ხარისხის მაჩვენებლების მონიტორინგი უნდა ხდებოდეს ყველა, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო საავადმყოფოში, ერთნაირი სახით და თანაბარ პირობებში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს სასამართლო ფსიქიატრიას და იძულებითი მკურნალობის განყოფილებებს, ხოლო მონოპოლიის თავიდან არიდების მიზნით, აუცილებელია მინიმუმ კიდევ ერთი დაწესებულებას გახსნა.

უპირობოდ უნდა მოხდეს კლინიკური პერსონალის პროფესიულ ცოდნისა და უნარების შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში მათი კვალიფიკაციის ამაღლება. რეაბილიტაციის პროცესში კი მედიკამენტოზური მკურნალობის პარალელურად საჭიროა პაციენტთა სხვადასხვა აქტივობებში ჩართვა.

გამჭვირვალე უნდა იყოს დაწესებულებების მუშაობის პრინციპები, ასევე ინფორმაცია მფლობელისა და ბიზნეს-გეგმების შესახებ. მიწოდებულმა სერვისებმა სრულად უნდა დააკმაყოფილოს ფინანსური და კლინიკური სტანდარტები. კვლევის სარეკომენდაციო ნაწილში ხაზგასმულია, რომ პრივატიზაციის პროცესში უნდა ჩამოყალიბდეს მოთხოვნათა დეტალური სია და დაზუსტდეს სანქციები, რომლებიც მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში ამოქმედდება. გარდა ამისა, უნდა შემუშავდეს კონტროლის ადეკვატური ფორმები, მათ შორის საზოგადოებრივი და პაციენტთა საბჭოები, ხოლო პაციენტთა უფლებების დარღვევის შემთხვევაში, გათვალისწინებული იყოს საჩივრების შეტანის მექანიზმი",-აღნიშნულია ომბუდსმენის ანგარიშში. 

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება