თსუ მაღალი აკადემიური შედეგების მქონე დევნილებს სწავლის საფასურს დაუფინანსებს

თსუ მაღალი აკადემიური შედეგების მქონე დევნილებს სწავლის საფასურს დაუფინანსებს
25 / 06 / 2017 11:58

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

ლტოლვილთა სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმის თანახმად, სამინისტრო უნივერსიტეტს, პერიოდულად, საგანმანათლებლო-სამეცნიერო ლიტერატურას გადასცემს. თავის მხრივ, უნივერსიტეტი მაღალი აკადემიური შედეგების მქონე დევნილ სტუდენტებს შეარჩევს და სწავლის საფასურს დაუფინანსებს.

სამინისტროსა და გერმანიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის ლადო ჭანტურიას დახმარებით არქიტექტორისა და ხელოვნებათმცოდნის, პროფესორ კლაუს შვაგელის უმდიდრესი ბიბლიოთეკა, რომელიც მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს უანდერძა, საქართველოში ჩამოვიდა. უნიკალური, სამენოვანი წიგნების ტრანსპორტირება კომპანია „ჰიპმა“ განახორციელა, რომელიც დევნილთა სამინისტროსთან, მემორანდუმის საფუძველზე, წლების განმავლობაში თანამშრომლობს.

„დარწმუნებული ვარ, უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმი ძალიან წაადგებათ ჩვენს დევნილ სტუდენტებს და ამავდროულად, სასარგებლო იქნება უნივერსიტეტისთვისაც. ბოლო წლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია, ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგებში მოხვდა და წლიდან წლამდე რეიტინგში მისი მაჩვენებელი უმჯობესდება. მოხარულები ვიქნებით, თუ ჩვენც, თუნდაც მცირე წვლილის შეტანას შევძლებთ უნივერსიტეტის წარმატებებში“,- განაცხადა სოზარ სუბარმა.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება