IDFI-მ, შესაძლოა, "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს

IDFI-მ, შესაძლოა, "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი", "საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია", და "საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია" „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებს ეხმიანებიან. ორგანიზაციების მიერ მომზადებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ შეთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიული და გამჭვირვალე მმართველობის პრინციპებთან.

პარლამენტის მიერ პროექტის არსებული სახით მიღების შემთხვევაში „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ მას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

"როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი ბოლო პერიოდში საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობდა მუშაობა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ტექსტთან დაკავშირებით. დღეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომელის თანახმადაც აღნიშნული კანონპროექტი უკვე არის დარეგისტრირებული პარლამენტში განსახილველად. 

უპირველეს ყოვლისა, ხაზგასმით უნდა აღნიშნოს, რომ კანონის პროექტზე მუშაობის პროცესში არ ყოფილა უზრუნველყოფილი ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობა და ჩართულობა. პროექტის ტექსტი არ ყოფილა ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის მისი მომზადების პროცესში. აღნიშნული განსაკუთრებით პრობლემურია თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოს პარლამენტი არის „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ინიციატივის აქტიური მონაწილე და აღებული აქვს ვალდებულება გააუმჯობესოს კანონშემოქმედებით პროცესის ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხარისხი.

შეთავაზებული ცვლილებები წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიული და გამჭვირვალე მმართველობის პრინციპებთან. კერძოდ:

- კანონის პროექტი ზღუდავს საზოგადოებრივ მაუწყებელში დაცულ საჯარო ინფორმაციაზე წვდომას და აწესებს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ბევრად დაბალ სტანდარტს ვიდრე ეს საქართველოს კონსტიტუციითა თუ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით არის გათვალისწინებული.

- ცვლილებების თანახმად საზოგადოებრივი მაუწყებელი თავისუფლდება პროდუქციისა და მომსახურების შესყიდვისას „სახელმწიფო შესყდივების“ შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი ვალდებულებებისგან. მაუწყებლის მიერ განხორცილებულ შესყიდვათა მხოლოდ ძალზე მცირე ნაწილი განხორციელდება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველო კანონის შესაბამისად. ცვლილების არსებული სახით მიღების შემთხვევაში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება არამარტო საზოგადოებრივი მაუწყებლის ანგარიშვალდებულება, არამედ ჩრდილი მიადგება მთლიან სახელმწიფო შესყიდვების სიტემას.

- კანონპროექტი ითვალისწინებს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის უფლებამოსილებათა გაზრდას, სამეურვეო საბჭოს ფუნქცია- მოვალეობათა შემცირების ხარჯზე, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს მაუწყებელზე სრულყოფილი დემოკრატიული კონტროლის განხორციელების მექანიზმებს.

- ცვლილებების არსებული რედაქციის საფუძველზე 50%-ით მცირდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში სოციალური რეკლამისთვის გამოყოფილი დრო.

- კანონპროექტი აუარესებს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა შრომით უფლებების დაცვის ხარისხს",-აღნიშნულია ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის", "საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის", და "საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის" მოსაზრებებს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ აქ

ანა ნაცვლიშვილი: პარლამენტის თავმჯდომარის ქცევა საოცრად არაეთიკური იყო!

ანა ნაცვლიშვილი: პარლამენტის თავმჯდომარის ქცევა საოცრად არაეთიკური იყო!

27 ივლისი, 2017

"საოცრად არაეთიკური იყო გუშინ პარლამენტის თავმჯდომარის ქცევა! ორმაგად სამწუხარო ამ ყველაფერში ის არის, რომ არ გამკვირვებია!",-საია-ს ხელმძღვანელი ანა ნაცვლიშვილი პარლამენტში პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძისა და პარლამენტის...

ახალი სტატიები