სერგეენკო:დღეს,როცა ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა მზარდი გამოწვევაა,ბაქტერიოფაგი აქტუალურია

სერგეენკო:დღეს,როცა ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა მზარდი გამოწვევაა,ბაქტერიოფაგი აქტუალურია
26 / 06 / 2017 17:34

თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტში ბაქტერიოფაგის აღმოჩენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა. ღონისძიების გახსნას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დაესწრო. კონფერენციაზე ჯანდაცვის მინისტრმა არსებული გამოწვევების პირობებში ბაქტერიოფაგის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ის შესაძლებლობები, რაც საქართველოს ამ მხრივ აქვს, ის გამოცდილება და ცოდნა, რაც მან ამ მიმართულებით დაარგოვა - ძალიან მნიშვნელოვანია. ბაქტერიოფაგი არ არის განყენებული მეცნიერება. ის ძალიან აქტუალურია დღეს, როდესაც ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა ათასწლეულის მზარდი გამოწვევაა,“ - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

ღონისძიებაზე ბაქტერიოფაგების კვლევის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს. ფაგისა და ბაქტერიული უჯრედის ურთიერთქმედების მექანიზმების, ბაქტერიოფაგების ეკოლოგიისა და ევოლუციური ასპექტების შესახებ იმსჯელეს.

კონფერენციას 25 ქვეყნის 100-მდე დელეგატი ესწრებოდა. ღონისძიებაზე მთავარი აქცენტი ფაგების თერაპიული, სამრეწველო და ბიოტექნოლოგიური გამოყენების მნიშვნელობასა და შესაძლებლობებზე გაკეთდა. კანადელი მეცნიერის, ფელიქს დერელის მიერ ბაქტერიოფაგის ფენომენის აღმოჩენიდან 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ საცავებში გიორგი ელიავასა და ფელიქს დერელის შესახებ დაცული მასალები და 1935 წელს უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ დაბეჭდილი წიგნიც წარმოადგინა.

გამოფენაზე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ეროვნულ არქივში დაცული საარქივო მასალების, მათ შორის - გიორგი ელიავას საზღვარგარეთ მივლინებისა და მის მიმართ განხორციელებული საბჭოთა რეპრესიების ამსახველი დოკუმენტების ხილვაც იყო შესაძლებელი. კონფერეციის ფარგლებში, ორდღიან საზაფხულო სკოლაში, სტუდენტები და ახალგაზრდა მკვლევარები ბაქტერიოფაგების სტრუქტურას, გარემოში მათ როლსა და გამოყენების პოტენციალს გაეცნენ. ასევე, ბაქტერიოფაგების კვლევის უახლეს მეთოდებზე მიიღეს ინფორმაცია. ლექციები ადგილობრივმა და უცხოელმა მეცნიერებმა წაიკითხეს. კანადელი მეცნიერი ფელიქს დერელი 1930-იან წლებში ამჟამინდელ გ.ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტში მოღვაწეობდა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი იყო.

სამეცნიერო კონფერენციების სერია პასტერის ინსტიტუტისა და გ.ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა. თბილისის კონფერენციის თანაორგანიზატორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო.

ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი მზია ქუთათელაძე, საფრანგეთის ელჩი საქართველოში პასკალ მენიე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება