ომბუდსმენი საჯარო სკოლების რესურს-ოთახების საარჩევნოდ გამოყენების შეწყვეტას ითხოვს

ომბუდსმენი საჯარო სკოლების რესურს-ოთახების საარჩევნოდ გამოყენების შეწყვეტას ითხოვს

საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართა რეკომენდაციით საჯარო სკოლების რესურს-ოთახების საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენების პრაქტიკის აღმოფხვრის თაობაზე. სახალხო დამცველის მიერ საქმის შესწავლის შედეგად დადასტურდა, რომ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში, საქართველოს რამდენიმე საჯარო სკოლაში რესურს–ოთახები საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის იყო დროებით გადაცემული.

"შესაბამისად, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები მოკლებული იყვნენ შესაძლებლობას ესარგებლათ განათლების მიღების დროს მათთვის განსაზღვრული ინდივიდუალური მიდგომის მნიშვნელოვანი კომპონენტით. აღნიშნულ ფაქტებზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სათანადო რეაგირება არ მოუხდენია, რამაც სახალხო დამცველის აზით, შესაძლოა ხელი შეუწყოს საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობისთვის რესურს–ოთახების გამოყენების მანკიერი პრაქტიკის დამკვიდრებას.

საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს 2017 წლის ოქტომბერში დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან მიმართებით.   გამოვლენილი პრობლემიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა მოუწოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აღმოიფხვრას საჯარო სკოლებში არსებული რესურს–ოთახების საუბნო–საარჩევნო კომისიების საქმიანობისთვის გამოყენების პრაქტიკა; 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისა და შემდგომ პერიოდში საჯარო სკოლების შენობებში საუბნო საარჩევნო კომისიების განთავსების დროს დაწესდეს მკაცრი კონტროლი რესურს–ოთახების დანიშნულებისამებრ გამოყენებაზე და განხორციელდეს ეფექტური ზედამხედველობა დასახელებული მიდგომის პრაქტიკაში იმპლემენტაციის მიზნით",-აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში. 

ვოლსკი ქუმსიშვილისა და ალავიძის პროკურატურაში დაბარებაზე: კითხვებს პასუხები ყველამ უნდა გასცეს

ვოლსკი ქუმსიშვილისა და ალავიძის პროკურატურაში დაბარებაზე: კითხვებს პასუხები ყველამ უნდა გასცეს

17 ივლისი, 2018

"აიპრესთან" საუბრისას ასე შეაფასა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ, რეგიონების განვითარებისა და ინფრატსრუქტურის ყოფილი მინისტრის ზურაბ ალავიძისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის...

ახალი სტატიები