ლევან დავითაშვილი: მე მგონი დადგა დრო ყურძნის სუბსიდირება გავაჩეროთ

ლევან დავითაშვილი: მე მგონი დადგა დრო ყურძნის სუბსიდირება გავაჩეროთ

მიმდინარე წელს საფერავის სუბსიდირება აღარ მოხდება. სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კი ამ გადაწყვეტილებას მევენახეობა-მეღვინეობის სექტორის განვითარებას უკავშირებს.

„ოპონენტებისგან ხშირად ისმის, როდესაც ხდება სუბსიდირება, რატომ ხდება და თუ არ ხდება, რატომ არ ხდება.
მაგრამ , ალბათ როცა კარგი დრო დადგება და საჭირო აღარ იქნება , მაგ დროს უნდა გავაჩეროთ სუბსიდირება, მე მგონი ეს დრო დადგა, მევენახეობა-მეღვინეობის სექტორი მდგრადად ვითარდება.

ჩვენი ჩარევის პოლიტიკა იქნება ისეთი, რომ დარგში განვითარების მოტივაცია არ შევამციროთ, პირიქით შევინარჩუნოთ და მხოლოდ იმ მომენტში მივიღებთ გადაწყვეტილებას სუბსიდირების შეჩრების ან გაწევის შესახებ, როდესაც ეს საჭიროა“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

20 ივნისი, 2018

ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომზე პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. "მინდა ცალკე გამოვყო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, რომლის ჩამოყალიბებასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში...

ახალი სტატიები