ქუმსიშვილი: ავღანეთის ბაზრის გახსნა ქართველი მეწარმეებისათვის მნიშვნელოვანი იქნება

ქუმსიშვილი: ავღანეთის ბაზრის გახსნა ქართველი მეწარმეებისათვის მნიშვნელოვანი იქნება

ავღანეთს სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა და დახმარება იმ რეფორმების განხორციელებაში, რომლებიც ჩვენთან უკვე წარმატებით ჩატარდა, - განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ავღანეთის ფინანსთა მინისტრ იქლილ ჰაკიმისთან შეხვედრის შემდეგ.

ავღანეთის ფინანსთა მინისტრი საქართველოში 2-დღიანი ვიზიტით იმყოფება, რომლის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს საქართველოს მთავრობისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან, აგრეთვე ბათუმისა და ფოთის ნავსადგურებს ეწვევა და იქ არსებულ საგადასახადო- საბაჟო ინფრასტრუქტურას დაათვალიერებს.

„ის მნიშვნელოვანი გამოცდილება, რომელიც საქართველოს გააჩნია, მათ შორის, საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირებისა და ბიუჯეტირების მიმართულებით, არის მნიშვნელოვანი, რომლის გაზიარებაზეც ჩვენ ავღანეთის მხარესთან ჩვენ შევთანხმდით,“ - განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომელმაც ავღანეთის ფინანსთა მინისტრის ვიზიტს საქართველოში ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი უწოდა.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, „ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქართველი მეწარმეებისათვის ავღანეთის ბაზრის გახსნა და იმ ძირითადი პროდუქტების შეტანა, რომლებიც საქართველოს გააჩნია“. ასეთ პროდუქტებს შორის, პირველმა ვიცე-პრემიერმა დაასახელა წყალი, მინერალური წყალი, ცოცხალი საქონელი და სხვა მიმართულებები, რომლითაც შესაძლებელია საქართველოდან ექსპორტის გაზრდა.

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას

20 ივნისი, 2018

ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომზე პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. "მინდა ცალკე გამოვყო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, რომლის ჩამოყალიბებასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში...

ახალი სტატიები